Nike
From Wikipedia, the free encyclopedia
Nike, Inc. — ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც აწარმოებს სპორტულ ტანსაცმელებს, ფეხსაცმელებსა და სხვადასხვა ინვენტარებს. შტაბ-ბინა მდებარეობს ბივერტონში, ორეგონის შტატი. Nike მსოფლიოში არის სპორტული სამოსელის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი[3], რომლის წლიური ბრუნვა 2015 წლის მონაცემით შეადგენდა $30,601 მილარდს და 2015 წელს, მსოფლიოს მასშტაბით ჰყავდა 62,000-ზე მეტი თანამშრომელი. 2014 წელს ბრენდი შეფასებული იქნა 19 მილიარდ დოლარად და ითვლება ყველაზე ძვირადღირებულ სავაჭრო მარკად სპორტულ ინდუსტრიაში[4].
ტიპი | საზოგადო |
---|---|
დაფუძნდა |
25 იანვარი, 1964; 60 წლის წინ (1964-01-25) (როგორც Blue Ribbon Sports)[1] 1971 (როგორც Nike, Inc.) |
დამაარსებელი |
ბილ ბოუერმანი ფილ ნაიტი |
სათავო ოფისი | ბივერტონი, ორეგონი, აშშ |
მმართველი |
ფილ ნაიტი მარკ პარკერი |
პროდუქცია | სპორტული სამოსელი |
შემოსავალი | $30.601 მილიარდი (2015)[2] |
საწარმოო შემოსავალი | $4.175 მილიარდი (2015) |
სუფთა მოგება | $3.273 მილიარდი (2015)[2] |
თანამშრომელი | 62,600 (2015)[2] |
საიტი | nike.com |
კომპანია Nike დააარსეს ბილ ბოუერმანმა და ფილ ნაიტმა 1964 წლის 25 იანვარს[1]. მისი თავდაპირველი სახელი იყო Blue Ribbon Sports, ხოლო ოფიციალურად Nike დაერქვა 1971 წლის 30 მაისს[5][6][7].
გარდა იმისა, რომ ნაიკი აწარმოებს სპორტულ სამოსელს, იგი ასევე ასპონსორებს სხვადასხვა სპორტსმენებსა და სპორტულ გუნდებს.