The Slim Shady LP
From Wikipedia, the free encyclopedia
The Slim Shady LP — ამერიკელი რეპერ ემინემის სადებიუტო ალბომი ლეიბლზე Interscope Records და Dr. Dre-ს Aftermath Entertainment-ზე[11]. იგი გამოვიდა 1999 წლის 23 თებერვალს. ალბომი ჩაიწერა ფერნდეილში (მიჩიგანის შტატი), Dr. Dre-ს, Bass Brothers და თავად ემინემის პროდიუსერობით. ალბომის ტექსტებში მოვლენების დიდი ნაწილის თხრობა მიმდინარეობს რეპერის ალტერ-ეგოს, სლიმ შეიდის მიერ (რომელიც მანამდე გამოჩნდა 1997 წლის EP-ზე Slim Shady EP). ტექსტები გამოირჩევა ძალადობის ციტირებით და უცენზურო სიტყვების დიდი რაოდენობის გამოყენებით.
The Slim Shady LP | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 23 თებერვალი, 1999 | |||
ჩაიწერა | 1997-1998 | |||
სტუდია | Studio 8 (ფერნდეილი, მიჩიგანი) | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 59:48 | |||
ლეიბლი |
| |||
პროდიუსერი | ||||
ემინემი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
სინგლები ალბომიდან The Slim Shady LP | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [1] |
Chicago Sun-Times | [2] |
Entertainment Weekly | C+[3] |
Los Angeles Times | [4] |
Melody Maker | [5] |
NME | 6/10[6] |
Rolling Stone | [7] |
The Rolling Stone Album Guide | [8] |
Spin | 8/10[9] |
The Village Voice | A−[10] |
ალბომის გამოცემას მოჰყვა კრიტიკოსთა აღიარება და კომერციული წარმატება. კრიტიკოსები გამოარჩევდნენ რეპერის ტექსტების უნიკალურ სტილს. გამოსვლისთანავე დისკი აშშ-ის Billboard 200-ში მოხვდა მეორე პოზიციაზე (წინ მხოლოდ TLC-ს FanMail უსწრებდა), 283 000 გაყიდული ასლით. პირველი ოფიციალური სინგლი „Just Don't Give a Fuck“ Billboard-ის ასეულში არ მოხვედრილა, მაგრამ შევიდა „Bubbling Under“-ის ასეულში, ავიდა რა მე-14 პოზიციამდე (რაც ამ ჩარტში 114-ის ტოლია). მეორე სინგლი „My Name Is“ Billboard-ის ასეულში #36-მდე ავიდა და იყო რეპერის პირველი მოხვედრა ამ ჩარტში. შემდგომში The Slim Shady LP ოთხმაგი პლატინის სტატუსით აღინიშნა RIAA-ს მიერ. მან გაიმარჯვა გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო რეპ-ალბომის კატეგორიაში, ხოლო 2012 წელს Rolling Stone-მა ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში #275-ედ დაასახელა.[12]
The Slim Shady LP-მ ემინემი ანდერგრაუნდული რეპერიდან აქცია მაღალპროფილიან ცნობილ პიროვნებად. Interscope Records-მა მას გამოუყო საკუთარი ლეიბლი, Shady Records და ემინემმა ჩაატარა ვრცელი ტურნე ამ დისკის მხარდასაჭერად. 1999 წლის ზაფხულში იგი ხშირად გამოდიოდა Vans Warped Tour-ის ფარგლებში და სხვადასხვა ჰიპ-ჰოპ კლუბში. ალბომის სიმღერების ტექსტების იგი პოლემიკურ პიროვნებად იქცა. ბევრი თვლიდა, რომ მათი გავლენა ამერიკელ ახალგაზრდობაზე არის უარყოფითი, ხოლო თავად ტექსტები სავსეა ქალთმოძულეობით.