The Wall Street Journal
From Wikipedia, the free encyclopedia
„The Wall Street Journal“ (ქართ. უოლ-სტრიტის გაზეთი) — გავლენიანი ყოველდღიური ამერიკული საქმიანი გაზეთი ინგლისურ ენაზე. გამოდის ქალაქ ნიუ-იორკში კომპანიის Dow Jones & Company მიერ (News Corp-ის დივიზია) 1889 წლიდან. არსებობს გაზეთის ევროპული და აზიური გამოცემები. მასში იბეჭდება სიახლეები პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ფინანსებზე, ანალიტიკასა და კულტურაზე.
სწრაფი ფაქტები ტიპი:, მფლობელ(ებ)ი: ...
ოფიციალური ლოგო | |
ტიპი: | ყოველდღიური გაზეთი |
---|---|
მფლობელ(ებ)ი: | Dow Jones & Company |
დაარსდა: | 8 ივლისი, 1889; 134 წლის წინ (1889-07-08) |
ენა: | ინგლისური |
სათავო ოფისი: | ნიუ-იორკი, აშშ |
პერიოდულობა: | 2,277,000 დღიურად (ივნისი, 2017)[1] |
ISSN: | ISSN0099-9660 |
საიტი: | wsj.com |
დახურვა
„უოლ-სტრიტი“ არის ყველაზე მხვილი გაზეთი აშშ-ში ცირკულაციის მხრივ. News Corp.-ის 2017 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წელს გაზეთის ყოველდღიურმა ტირაჟმა შეადგინა 2,7 მილიონი ეგზემპლარი.[1]
1996 წლიდან გამოდის გაზეთის ონლაინ ვერსია, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ონლაინ გამომწერთათვის.[2]