ადამიანი ობობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ადამიანი ობობა (ინგლ. Spider-Man) — გამოგონილი პერსონაჟი, Marvel Comics-ის გამოცემების გმირი. მისი ავტორები არიან სტენ ლი და სტივ დიტკო. პირველად პერსონაჟი გამოჩნდა ანთოლოგიურ კომიქსში Amazing Fantasy, #15-ში (1962 წლის აგვისტო), სერიაში Silver Age of Comic Books. ლიმ და დიტკომ შექმნეს პერსონაჟი, რომელიც ობოლი იყო და იზრდებოდა დეიდა მეისთან და ძია ბენთან, ხოლო მოზარდობისას ჩვეულ პრობლემებს უმკლავდებოდა, თუმცა, სუპერძალის მიღებასთან ერთად, კრიმინალს ებრძოდა. ადამიანი ობობის შემქმნელებმა პერსონაჟი აღჭურვეს სუპერძალებით, ნებისმიერ ზედაპირზე აცოცვის საშუალებით, ხელზე დამაგრებული მოწყობილობებიდან ობობის ქსელის სროლის საშუალებით და „ობობის ალღოთი“, რომელიც ეხმარება საშიშროების შეგრძნებაში.
ადამიანი ობობა | |
---|---|
გამოცემის ინფორმაცია | |
გამომცემელი | Marvel Comics |
პირველი გამოჩენა |
Web of Spider-Man #129.1 (ოქტ. 2012). მაიკ მაკკონი და მორი ჰოლოუელი. |
ავტორ(ებ)ი | სტენ ლი, სტივ დიტკო |
დახასიათება | |
ალტერ ეგო | პიტერ ბენჯამინ პარკერი |
სახეობა | მუტანტი |
ფსევდონიმები | რიკოშეტი,ბინდი, საოცრება, ონავარი, სუპერ ობობა, რკინის ობობა, ვენომი, დოპელგანგერი |
მოკავშირეები |
შურისმაძიებლები ახალი შურისმაძიებლები საიდუმლო შურისმაძიებლები ახალი ფანტასტიკური ოთხეული |
მტრები | ნორმან ოსბორნი, ხვლიკი, ვენომი, ჰობგობლინი, ქარნეიჯი, ქამელეონი, დოქტორი ოქტავიუსი, კინგპინი, ელექტრო, მარტორქა, მტაცებელი, შოკერი, მისტერიო, მონადირე კრეივენი, მარკ გარგანი, ქვიშის კაცი და სხვები |
შესაძლებლობა |
|
როდესაც ადამიანი ობობა პირველად 1960-იანების დასაწყისში გამოჩნდა, მოზარდები სუპერგმირულ კომიქსებში უფრო ხშირად ძირითადი პერსონაჟის თანაშემწეები იყვნენ. თუმცა, სერიამ უმალვე პოპულარობა მოიპოვა, ვინაიდან პიტერ პარკერმა (ინგლ. Peter Parker), ადამიანი ობობის ნამდვილმა სახემ, სკოლის მოსწავლემ, საკუთარი პიროვნებით მკითხველის მხრიდან ინტერესი გამოიწვია.[1] მიუხედავად იმისა, რომ იგი ჰგავდა ტიპურ თანაშემწეს, როგორებიც იყვნენ ბაკი ან რობინი, ადამიან ობობას არ ჰყავდა სუპერგმირი მენტორი - კაპიტანი ამერიკას თუ ბეტმენის მსგავსი. მას თავად უნდა ესწავლა, რომ „დიდ ძალასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც“ ჩნდებოდა. უკანასკნელი ფრაზა მის შესახებ გამოქვეყნებული პირველი ისტორიის უკანასკნელ კადრშია ჩასმული, თუმცა მოგვიანებით მისი ავტორი ხდება ძია ბენი.
Marvel-მა ადამიანი ობობა მრავალ კომიქსში გამოიყენა, რომელთა შორის პირველი და თავისი არსებობით ყველაზე აქტიურია The Amazing Spider-Man. წლების განმავლობაში პიტერ პარკერის პიროვნება განვითარდა მორცხვი, სწავლაზე ზედმეტად ორიენტირებული მოსწავლიდან მოუსვენარ, მაგრამ მეგობრულ მოსწავლემდე, ისევე, როგორ სკოლის მასწავლებლამდე (2000-იანებში) და ფოტოკორესპონდენტამდე (ეს მისი ყველაზე ტიპური საქმიანობა იყო). 2010-იანებში იგი გახდა შურისმაძიებლების და ფანტასტიკური ოთხეულის, Marvel-ის ყველაზე მთავარი გუნდების წევრი. ადამიანი ობობა 2012-2014 წლებში აგრეთვე გამოჩნდა დოქტორ რვაფეხას (მისივე მტრის) სხეულით, მას შემდეგ, როდესაც პიტერი დაიღუპა.[2] გარდა ამისა, Marvel-მა გამოსცა პარკერის თავგადასავლების ალტერნატიული ვერსიები. ასეთები იყო Spider-Man 2099 (მიგელ ო'ჰარას, მომავლის ადამიანი ობობის ისტორიები) და Ultimate Comics Spider-Man, მილეს მორალესზე, რომელიც პარკერის სავარაუდო დაღუპვის შემდეგ ადამიანი-ობობის ფორმას ირგებს.
ადამიანი ობობა არის ერთ-ერთი პოპულარული და კომერციულად წარმატებული სუპერგმირი.[3] როგორც Marvel-ის სიმბოლო, იგი არის მედიის მრავალი ფორმატის პერსონაჟი. მათ შორის აღსანიშნავია ტელესერიალები, გაზეთებში დაბეჭდილი კომიქსები და ფილმების სერიები. ფილმებში მის როლს განასახიერებდნენ ტობი მაგუაირი (2002-2007) და ენდრიუ გარფილდი (2012-2014).[4] ტომ ჰოლანდი პერსონაჟს განასახიერებს 2016 წლიდან. რივ კარნი პარკერის როლს ასრულებდა ბროდვეის 2010 წლის მიუზიკლში Spider-Man: Turn Off the Dark.[5] DC Comics-ის სუპერმენთან და ბეტმენთან ერთად ადამიანი ობობა ითვლება კომიქსების ყველა დროის უდიდეს პერსონაჟად.