ანდრე აგასი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანდრე კირკ აგასი (ინგლ. Andre Kirk Agassi; დ. 29 აპრილი, 1970, ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ) — ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3][4][5].
აგასი ინდიან უელსის მასტერსზე 2006 წელს | ||||||||||
სრული სახელი | ანდრე კირკ აგასი | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მშობლიური სახელი | Andre Kirk Agassi | |||||||||
ქვეყანა (სპორტი) | აშშ | |||||||||
საცხოვრებელი ადგილი | ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ | |||||||||
დაიბადა |
29 აპრილი, 1970 (1970-04-29) (54 წლის) ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ | |||||||||
სიმაღლე | 180 სმ. | |||||||||
პროფესიონალი | 1986 | |||||||||
კარიერა დაასრულა | 2006 | |||||||||
თამაში | მემარჯვენე | |||||||||
მწვრთნელ(ებ)ი |
ემანუელ აგასი (1970–1983) ნიკ ბოლეტიერი (1983–1993) ბრედ გილბერტი (1994–2002) დარენ კეჰილი (2002–2006) | |||||||||
ფულადი პრიზი | 31,152,975 აშშ დოლარი | |||||||||
დიდების დარბაზი | 2011 (წევრის გვერდი) | |||||||||
ერთეულები | ||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 870–274 (76.05%) | |||||||||
ტიტულები კარიერაში | 60 | |||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (10 აპრილი, 1995) | |||||||||
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | ||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1995, 2000, 2001, 2003) | |||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (1999) | |||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (1992) | |||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1994, 1999) | |||||||||
სხვა ტურნირები | ||||||||||
ტურის ფინალი | გამარჯვება (1990) | |||||||||
ოლიმპიური თამაშები | გამარჯვება (1996) | |||||||||
წყვილები | ||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 40–42 (48.78%) | |||||||||
ტიტულები კარიერაში | 1 | |||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 123-ე (17 აგვისტო, 1992) | |||||||||
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | ||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | მეოთხედფინალი (1992) | |||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | 1რ (1987) | |||||||||
გუნდური შეჯიბრები | ||||||||||
დეივისის თასი | გამარჯვება (1990, 1992, 1995) | |||||||||
მედლები
| ||||||||||
ბოლოს განახლდა: 7 იანვარი 2018. |
აგასის მოგებული აქვს 8 დიდი სლემის ტურნირი, მათ შორის 4 ავსტრალიის ღია პირველობა, 2 აშშ-ის ღია პირველობა, 1 უიმბლდონი და 1 საფრანგეთის ღია პირველობა. აგასი გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, ვინც კარიერული ოქროს სლემის შესრულება შეძლო (ყველა დიდი სლემის ტურნირის და ოლიმპიური ოქროს მედლის მოგება ერთეულებში). ეს მიღწევა მოგვიანებით მხოლოდ რაფაელ ნადალმა გაიმეორა. აგასი დღემდე უკანასკნელი ამერიკელი ჩოგბურთელია, ვინც ავსტრალიის ღია პირველობის (2003 წელს) და საფრანგეთის ღია პირველობის (1999 წელს) მოგება შეძლო.
ამერიკელს ასევე მოგებული აქვს ერთი წლის შემაჯამებელი ტურნირი და 17 მასტერსი. ჯამში მას ATP-ის 60 ტიტული აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. აგასი 101 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს.
სანაკრებო დონეზე, აგასიმ სამჯერ მოიგო დეივისის თასი აშშ-ის ნაკრებთან ერთად. ამერიკელმა კარიერა 2006 წელს დაასრულა[6]. 2011 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. აგასის მეუღლეა გერმანელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, ერთეულებში დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებული შტეფი გრაფი.