არაბას სამეფო
From Wikipedia, the free encyclopedia
არაბას სამეფო ან არაბა — II საუკუნის ნახევრად ავტონომიური რომის იმპერიასა და პართიას შორის არსებული ბუფერული სამეფო. მდებარეობდა დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე[1] და განიცდიდა პართიის ძლიერ გავლენას. სამეფოს დედაქალაქს წარმოადგენდა ქალაქი ჰათრა, რომელიც ძვ. წ. III ან II საუკუნეებში სელევკიდების სახელმწიფოს არსებობის დროს დაარსდა. I და II საუკუნეებში ჰათრას არაბი პრინცები განაგებდნენ.[1]
არაბა მიიჩნევა პირველ არაბულ სამეფოდ, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულის გარეთ შეიქმნა.[2]