აღმოსავლეთი მალაიზია
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთი მალაიზია (მალ. Malaysia Timur) აგრეთვე ცნობილი როგორც: საბაჰი, სარავაკი და ლებუანი (Sabah, Sarawak dan Labuan) ან მალაიზიური ბორნეო[1] — მალაიზიის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც კუნძულ ბორნეოზე მდებარეობს. ის შედგება შტატებისგან: საბაჰი, სარავაკი და ფედერალური ტერიტორია ლაბუანისგან.[2]
დასავლეთი მალაიზია (ნახევარკუნძულის მალაიზია)[3] მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულზე. მალაიზიის ეს ორი ნაწილი ერთმანეთისგან სამხრეთ ჩინეთის ზღვითაა გამოყოფილი.[4] აღმოსავლეთი მალაიზია დასავლეთთან შედარებით ნაკლებად დასახლებული და ნაკლებად განვითარებულია. დასავლეთი მალაიზია ტერიტორიულადაც უფრო დიდია და მას აქვს ისეთი ბუნებრივი წიაღისეულის მარაგები, როგორიცაა ნავთობი და გაზი.