ბოსნიის ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსნიის ომი (ბოსნ. ხორ. Rat u Bosni i Hercegovini; სერბ. Рат у Босни и Херцеговини, ასევე ცნობილი ბოსნიელებში როგორც თავდასხმა ბოსნიაზე (ბოსნ. Agresija na Bosnu i Hercegovinu); სერბებში სამამულო–თავდაცვითი ომი (სერბ. Одбрамбено-отаџбински рат); ხორვატებში სამამულო ომი (ხორ. Domovinski rat) იყო შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლიდან 1995 წლამდე ერთი მხრივ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და მეორე მხრივ, ბოსნიელ სერბთა და ხორვატთა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს, სერბთა რესპუბლიკა და ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას შორის, რომელთაც სერბეთი (იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის სახით) და ხორვატია უჭერდნენ მხარს.
ბოსნიის ომი | ||||
---|---|---|---|---|
იუგოსლავიის ომების ნაწილი | ||||
აღმასრულებელი საბჭოს შენობა სარაევოს დაბომბვის შემდეგ. რადკო მლადიჩი თავის ჯარისკაცებთან ერთად. ნორვეგიელი მშვიდობისმყოფელი სარაევოში. | ||||
თარიღი | 1 მარტი 1992 – 14 დეკემბერი 1995. | |||
მდებარეობა | ბოსნია და ჰერცეგოვინა | |||
Casus belli | ბოსნიის დამოუკიდებლობა. | |||
შედეგი |
დეიტონის შეთანხმება. ბოსნიის ფედერალიზაცია. | |||
მხარეები | ||||
| ||||
მეთაურები | ||||
| ||||
ძალები | ||||
| ||||
დანაკარგები | ||||
| ||||
| ||||
ბოსნიის ომი ვიკისაწყობში |
სლოვენიისა და ხორვატიის კვალდაკვალ იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკამაც, რომელიც ეთნორელიგიურად ყველაზე ჭრელი იყო. 1991 წლის 31 მარტის აღწერით, მისი მოსახლეობის (4,4 მლნ) სამ ძირითად ჯგუფს შეადგენდნენ ბოსნიელები (მუსლიმები, 1,9 მლნ, 44%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 45 რაიონში (13 მათგანში ფარდობითი, ხოლო 31–ში აბსოლუტური) სერბები (1,4 მლნ, 31%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 34 რაიონში (5 ფარდობითი და 29 აბსოლუტური) და ხორვატები (752 ათ., 17%), რომლებიც უმრავლესობა იყვნენ 20 რაიონში (6 ფარდობითი და 14 აბსოლუტური). მოსახლეობის დანარჩენ 8% შეადგენდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები და ასევე იუგოსლავები (ძირითადად შერეული ქორწინების შთამომავლები).[5]