გაიანა
From Wikipedia, the free encyclopedia
გაიანა (ინგლ. Guyana), ოფიციალურად გაიანის კოოპერატიული რესპუბლიკა, ადრე ბრიტანული გაიანა — სუვერენული სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კარიბის ზღვის ნაპირზე. გაიანა ანგლოფონი კარიბის ქვეყნების ერთ-ერთი ნაწილია და აგრეთვე ერთ-ერთია იმ კარიბის ქვეყნების მცირე რაოდენობიდან, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში მდებარეობენ. გაიანა კარიბის გაერთიანების წევრია, რომლის სამდივნოს სათავო ოფისიც მის დედაქალაქში, ჯორჯტაუნში მდებარეობს. გაიანა ასევე, კარიბის ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან, რომელიც ერთა თანამეგობრობაში შედის. გაიანას ესაზღვრება ჩრდილოეთით ატლანტის ოკეანე, ბრაზილია სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით, დასავლეთით ვენესუელა და აღმოსავლეთით სურინამი . 215,000 კვადრატული კილომეტრით გაიანა არის მესამე ყველაზე პატარა სუვერენული სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში, ურუგვაისა და სურინამის შემდეგ.
გაიანის კოოპერატიული რესპუბლიკა[1] Co-operative Republic of Guyana გაიანა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „One People, One Nation, One Destiny“ „ერთი ხალხი, ერთი ერი, ერთი ბედი“ |
||||||
ჰიმნი: Dear Land of Guyana, of Rivers and Plains |
||||||
გაიანის მდებარეობა სამხრეთ ამერიკაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ჯორჯტაუნი 6°46′ ჩ. გ. 58°10′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
აღიარებული რეგიონული ენები | 11 ენა
|
|||||
ეროვნული ენა | გაიანური კრეოლი | |||||
ეთნიკური ჯგუფები (2012) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | გაიანელი | |||||
მთავრობა | უნიტარული ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | დონალდ რამოტარი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | სემ ჰინდსი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ეროვნული ასამბლეა | |||||
დამოუკიდებლობა | ||||||
- | გაერთიანებული სამეფოსგან | 26 მაისი, 1966 | ||||
- | რესპუბლიკა | 23 თებერვალი, 1970 | ||||
- | ამჟამინდელი კონსტიტუცია | 6 ოქტომბერი, 1980 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 214 970 კმ2 (85-ე) | ||||
- | წყალი (%) | 8.4 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასება | 735 554 (165-ე) | ||||
- | 2002 აღწერა | 747 884[2] | ||||
- | სიმჭიდროვე | 3.502 კაცი/კმ2 (232-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2012 შეფასება | |||||
- | სულ | $6.155 მილიარდი | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $7 938 | ||||
მშპ (ნომინალი) | 2012 შეფასება | |||||
- | სულ | $2.788 მილიარდი | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $3 596 | ||||
აგი (2013) | 0.638[3] საშუალო · 121st |
|||||
ვალუტა | გაიანური დოლარი (GYD ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC-04:00 | |||||
მოძრაობა | მარცხენა | |||||
სატელეფონო კოდი | +592 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .gy |
რეგიონი, რომელიც " გვიანას " სახელით არის ცნობილი, მოიცავს გვიანის ზეგანს, მდინარე ამაზონის ჩრდილოეთით და მდინარე ორინოკოს აღმოსავლეთით, რომელიც ცნობილია როგორც "მრავალი წყლის ქვეყანა". თავდაპირველად დასახლებული იყო მრავალი ძირძველი ჯგუფით, გაიანაში დასახლება ჩამოაყალიბეს ნიდერლანდელებმა, სანამ მე -18 საუკუნის ბოლოს ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ მოექცეოდა ტერიტორია. იგი იმართებოდა, როგორც ბრიტანეთის გვიანა, ძირითადად პლანტაციებზე დამოკიდებული ეკონომიკით, 1950-იან წლებამდე. მან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1966 წელს და ოფიციალურად გახდა რესპუბლიკა თანამეგობრობის შემადგენლობაში 1970 წელს. ბრიტანული მმართველობის მემკვიდრეობა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ ადმინისტრაციაზე და მრავალფეროვან მოსახლეობაზე, რომელშიც შედიან ინდოელები, აფრო-გაიანელები, მკვიდრი მოსახლეობა, ჩინელები, პორტუგალიელები, სხვა ევროპელები და მრავალეროვანი ჯგუფები.