გიპუსკოა
From Wikipedia, the free encyclopedia
გიპუსკოა (ესპ. Guipúzcoa) — პროვინცია ჩრდილოეთ ესპანეთში, ბასკეთში. მას ესაზღვრება ბისკაიისა და ალავას პროვინციები, ავტონომიური გაერთიანება ნავარა, საფრანგეთის პროვინცია ლაბურდანი და ბისკაიის ყურე.
გიპუსკოის ფართობი შეადგენს 1,980 კმ2-ს, რის გამოც იგი ყველაზე პატარა პროვინციაა ესპანეთში. პროვინციაში არის 88 მუნიციპალიტეტი. მოსახლეობა შეადგენს 700,392 კაცს (2008 წლის მონაცემებით), რომლის მეოთხედი ცხოვრობს მის დედაქალაქ სან-სებასტიანში.
ეს სტატია ესპანეთისა და ესპანელების შესახებ ჯერჯერობით ესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |