დონეცკის სახალხო რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
დონეცკის სახალხო რესპუბლიკა (უკრ. Донецька Народна Республіка; რუს. Донецкая Народная Республика) — რუსეთის ფედერაციის არაღიარებული სუბიექტი, ჩამოყალიბებულია უკრაინის დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 2014–2022 წლებში არსებობდა როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, სანამ არ მოხდა მისი ანექსია რუსეთის მიერ.
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში არსებულ მოვლენას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული ვიკიპედიის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოვლენების აღწერა საჭიროა აკადემიური/სამეცნიერო მიზნებიდან და ვიკიპედიის მისიიდან - შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია - გამომდინარე. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით დონეცკის ოლქი უკრაინის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიული ერთეულია, რასაც იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც დონეცკის ოლქის ოკუპირებული ზონის ტერიტორიაზეა ფორმირებული, არის არალეგიტიმური და არაღიარებული უკრაინის ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. |
დონეცკის სახალხო რესპუბლიკა |
|||||
---|---|---|---|---|---|
დედაქალაქი | დონეცკი | ||||
ოფიციალური ენა | [1] | ||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | ||||
- | პრეზიდენტი | დენის პუშილინი | |||
დამოუკიდებლობა უკრაინისგან | |||||
- | გამოაცხადა | 2014 წლის 12 მაისი | |||
მოსახლეობა | |||||
- | შეფასება | 2 318 721 [2] | |||
ვალუტა | რუსული რუბლი [3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +380 62 |
უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, მთელ ტერირტორიაზე, რომელზეც დსრ-ს აქვს პრეტენზია, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტი ვრცელდება. ასევე, ტერიტორია (დონეცკის ოლქის 1/3), რომელიც 2014-2015 წლების საბრძოლო მოქმედებების შედეგად სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მოექცა, რუსეთის საოკუპაციო ძალების და ტერორისტული დაჯგუფებების საბოლოო გაყვანამდე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება.[4]
უკრაინის ხელისუფლება დსრ-ს მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად, ხოლო ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ორგანიზაციის სამხედრო ან პოლიტიკურ ცხოვრებაში — ტერორისტებად და სეპარატისტებად.[5][6][7][8] მეორე მხრივ, დსრ-ის ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებას მიიჩნევს როგორც „სისხლიან რეჟიმს“, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადის „სამხედრო დანაშაულებს“, რასაც ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა.[9][10]
უკრაინის და სხვა ქვეყნების ხელისუფლებები, და ასევე ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია თვლიდა, რომ 2014–2022 წლებში დსრ სამხედრო მხარდაჭერას რუსეთისგან იღებდა, მაგრამ კრემლი ამას კატეგორიულად უარყოფდა.