თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) — საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში. ამჟამად ყოველწლიურად აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა რიცხვი 25 000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 2 500 -ს აღწევს.
„თსუ“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თსუ (მრავალმნიშვნელოვანი). |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
---|---|
ლათ. Universitas Tphilisensis | |
დაფუძნდა |
8 თებერვალი, 1918 [ძვ. სტ. 26 იანვარი] |
ატარებს სახელს | ივანე ჯავახიშვილი |
დამფუძნებელი (-ები) |
ივანე ჯავახიშვილი |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | ჯაბა სამუშია |
კანცლერი | ლაშა საღინაძე |
სტუდენტი | 30 000 |
მისამართი | 0128, ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისი, საქართველო |
მდებარეობა | თბილისი |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
ტელეფონი | +995 32 2250484 |
კამპუსი | 11 |
მეტსახელი | თსუ |
კავშირები | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[2] |
https://www.tsu.ge/ |
უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. უნივერსიტეტი გამოსცემს საკუთარ გაზეთს „თბილისის უნივერსიტეტი“.
1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა.
უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.
1922 წლის 15 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი, რომლის ბაზაზე 1928 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
1919–1926 წლებში თსუ-ის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი. 1926 წელს, საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, იგი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას ხანგრძლივი დროით აეკრძალა მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.
1991 წლის 14 ოქტომბერს თსუ–ის რექტორად დაინიშნა როინ მეტრეველი. 1992 წელს მისი ძალისხმევით თსუ–მ ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა (მართავს დიდი საბჭო), რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. 1992 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ როინ მეტრეველი თსუ-ის რექტორად აირჩია. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ როინ მეტრეველი პირველი არჩეული რექტორი იყო.
1946-1958 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იოსებ სტალინის სახელობისა იყო.[3] 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.[4]