იელოუსტოუნის ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
იელოუსტოუნის ეროვნული პარკი (ინგლ. Yellowstone National Park) — ეროვნული პარკი აშშში, უაიომინგის, მონტანასა და აიდაჰოს ტერიტორიაზე. პარკი აშშ-ის კონგრესისა და პრეზიდენტ ულისე გრანტის ბრძანებით 1872 წლის 1-ელ მარტს დაარსდა.[1][2][3] იელოუსტოუნი პირველი ეროვნული პარკი იყო აშშ-სა და მსოფლიოს მასშტაბით.[4] პარკი ცნობილია ველური ბუნებითა და გეოთერმული მახასიათებლებით, განსაკუთრებით, Old Faithful გეიზერით.[5] იელოუსტოუნში მრავალი ტიპის ბიომია, თუმცა ყველაზე უხვად სუბალპური ტყეებია წარმოდგენილი. შედის სამხრეთ-ცენტრალური კლდოვანი ტყეების ეკორეგიონში.
სწრაფი ფაქტები იელოუსტოუნის ეროვნული პარკი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
იელოუსტოუნის ეროვნული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | აშშ |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, viii, ix, x |
სია | |
რეგიონი** | ამერიკა |
კოორდინატები | 40°40′00″ ჩ. გ. 110°28′00″ დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1978 (მე-2 სესია) |
ნომერი | 28 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა