კარლ ფილიპი (ვერმლანდის ჰერცოგი)
From Wikipedia, the free encyclopedia
პრინცი კარლ ფილიპი (შვედ. Prins Carl Philip; დ. 13 მაისი, 1979, სტოკჰოლმი, შვედეთი) — ბერნადოტების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის კრონპრინცი დაბადებიდან 1979 წლის 31 დეკემბრამდე. შვედეთის პრინცი და ვერმლანდის ჰერცოგი 1980 წლიდან. შვედეთის მეფე კარლ XVI-ისა და დედოფალ სილვია სომერლატის შუათანა შვილი, კრონპრინცესა ვიქტორიას უმცროსი და პრინცესა მადლენას უფროსი ძმა. შვედეთის ტახტის რიგით მეოთხე მემკვიდრე დისა და დისშვილების შემდეგ.
სწრაფი ფაქტები კარლ ფილიპი, დაიბადა ...
კარლ ფილიპი | |
---|---|
სრული სახელი
კარლ ფილიპ ედმუნდ ბერტილი | |
წოდებები
ვერმლანდის ჰერცოგი | |
დაიბადა |
13 მაისი, 1979 (1979-05-13) (44 წლის) სტოკჰოლმი, შვედეთი |
საგვარეულო | ბერნადოტები |
მეუღლე(ები) | სოფია ჰელქვისტი |
შვილ(ებ)ი |
ალექსანდრე, სედერმანლანდის ჰერცოგი გაბრიელი, დალარნას ჰერცოგი |
მამა | კარლ XVI, შვედეთის მეფე |
დედა | სილვია სომერლატი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
დახურვა