კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (ფრანგ. République Démocratique du Congo, ასევე წოდებული როგორც კონგო-კინშასა, ყოფილი ზაირი) — სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სამხრეთ სუდანს, აღმოსავლეთით უგანდას, რუანდას, ბურუნდისა და ტანზანიას, სამხრეთით ზამბიასა და ანგოლას (მათ შორის ექსკლავი კაბინდა), დასავლეთით კონგოს რესპუბლიკას. 1960 წლამდე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო ბელგიის კოლონია. 2014 წელს იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო უღარიბესი ქვეყანაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევების თანახმად[2]. ქვეყანას აქვს ზღვაზე გასასვლელი 40 კმ-იანი სიგანის ვიწრო ყელი მდინარე კონგოს გასწვრივ გვინეის ყურეში. სახელწოდება „კონგო“ (ნიშნავს მონადირეს) მომდინარეობს კონგოს ეთნიკური მოსახლეობიდან, რომელიც მდინარე კონგოს აუზში სახლობს.
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: კონგოს რესპუბლიკა. |
ეს სტატია ქვეყნის (დედაქალაქით კინშასა) შესახებაა. ქვეყნისათვის დედაქალაქით ბრაზავილი, იხილეთ კონგოს რესპუბლიკა; მდინარისთვის, იხილეთ კონგო; სხვა მნიშვნელობისთვის იხილეთ კონგო (მრავალმნიშვნელოვანი). |
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: სამართალი, მშვიდობა, შრომა | ||||||
ჰიმნი: Debout Congolais (ფეხზე დავდგეთ კონგოელებო) |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | კინშასა 4°19′ ს. გ. 15°19′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ფრანგული | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ჟოზეფ კაბილა | ||||
- | პრ.-მინისტრი | ოგიუსტენ მატატა პონიო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 2 344 858 კმ2 (მე-12) | ||||
- | წყალი (%) | 3,3 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2007 შეფასებით | 62,6 მილიონი (21-ე) | ||||
- | 2005 აღწერა | 74 808 978[1] | ||||
- | სიმჭიდროვე | 31,90 კაცი/კმ2 (188-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $46.491 მილიარდი (78-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $774 (174-ე) | ||||
აგი (2007) | 0.411 (დაბალი) (168-ე) | |||||
ვალუტა | კონგოს ფრანკი (CDF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00-დან UTC+02:00-მდე) | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+01:00-დან UTC+02:00-მდე) (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | CD | |||||
Internet TLD | .cd | |||||
სატელეფონო კოდი | 243 |
ყოფილმა ბელგიურმა კოლონიამ 1960 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ სახელი კონგო-კინშასა 1971 წელს შეცვალა ზაირზე, რომელიც გაგრძელდა 1997 წლამდე. 1998 წლიდან ქვეყანას უდიდესი გამანადგურებელი ომის გადახდა მოუწია (ხშირად წოდებული როგორც აფრიკის მეორე მსოფლიო ომი), რაც მსოფლიოს ყველაზე მსხვერპლიანი ომი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ტერიტორიის ფართობის მიხედვით იგი აფრიკის კონტინენტზე სიდიდით მეორე ქვეყანაა ალჟირის შემდეგ და მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეოთხე ნიგერიის, ეთიოპიის და ეგვიპტის შემდეგ. შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, აფრიკის კავშირში და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების განვითარების თანასაზოგადოებაში, საერთაშორისო ორგანიზაციაში აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები.