ლუი XVII
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუი XVII (ფრანგ. Louis XVII; დ. 27 მარტი, 1785 — გ. 8 ივნისი, 1795) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ანტუანეტას ვაჟი.
ლუი XVII | |
---|---|
საფრანგეთის დოფინი | |
მმართ. დასაწყისი: | 4 ივნისი, 1789 |
მმართ. დასასრული: | 1 ოქტომბერი, 1791 |
წინამორბედი: | ლუი ჟოზეფი |
მემკვიდრე: | ლუი ანტუანი |
საფრანგეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 21 იანვარი, 1793 |
მმართ. დასასრული: | 8 ივნისი, 1795 |
წინამორბედი: | ლუი XVI |
მემკვიდრე: | ლუი XVIII |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 მარტი, 1785 |
დაბ. ადგილი: | ვერსალი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 8 ივნისი, 1795, (10 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
სრული სახელი: | ლუი შარლ დე ბურბონი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი XVI, საფრანგეთის მეფე |
დედა: | მარია ანტუანეტა ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ვინაიდან მას უფროსი ძმა ჰყავდა, დაბადებისას მიანიჭეს ნორმანდიის ჰერცოგის წოდება. მას შემდეგ, რაც 1789 წელს მისი ძმა გარდაიცვალა, ლუი შარლი საფრანგეთის დოფინი ხდება. თუმცა, ამავე წელს დაიწყო საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რის შემდეგაც 1791 წელს მას დოფინის წოდება ჩამოერთვა.
1793 წლის 21 იანვარს მამამისი, მეფე ლუი XVI სიკვდილით დასაჯეს, რის შემდეგაც ლუი შარლი საფრანგეთის ტიტულარული მეფე ხდება გარდაცვალებამდე. მალევე სიკვდილით დასაჯეს დედამისიც, დედოფალი მარია ანტუანეტა. ამ ამბიდან ორ წელიწადში, 1795 წელს 10 წლის ლუი XVII გარდაიცვალა, რის შემდეგაც საფრანგეთის ტიტულარული მეფე ბიძამისი ლუი XVIII გახდა, რომელმაც 1814 წელს ბურბონთა რესტავრაციით საბოლოოდ დაიბრუნა სამეფო ტახტი.