ნაქშიდილ სულთანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაქშიდილ სულთანი — ოსმალეთის იმპერიის სულთნის აბდულჰამიდ I-ის ხარჭა და სულთან მაჰმუდ II-ის დედა, ვალიდე-სულთანი.
სწრაფი ფაქტები ნაქშიდილ სულთანი, მშობლიური სახელი ...
ნაქშიდილ სულთანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Nakşidil Valide Sultan |
დაბადების სახელი | Aimée du Buc de Rivéry (?) |
დაბადების თარიღი |
9 დეკემბერი, 1768 კავკასია |
გარდაცვალების თარიღი |
22 აგვისტო, 1817 კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია |
ეროვნება | ქართველი ან ფრანგი |
მეუღლე(ები) | აბდულჰამიდ I |
შვილ(ებ)ი | მაჰმუდ II |
დახურვა
მისი წარმომავლობის საკითხი გაურკვეველია. ერთ-ერთი ვერსიით იგი არის ქართველი. იბრაჰიმ ფაზანი წერს, რომ ნაქშიდილ სულთანი წარმოშობით ქართველია, დაიბადა კავკასიაში, გაიზარდა ოსმალეთის სულთნების სასახლეში და მიიღო საფუძვლიანი ოსმალური განათლება[1].
თუმცა არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად ნაქშიდილი და ემე დე რივერი ერთი და იგივე პიროვნებაა. ლეგენდის თანახმად იგი 11 წლის ასაკში დაიკარგა ზღვაში, მეკობრეებმა აიყვანეს და გაყიდეს სულთნის ჰარამხანაში.
ნაქშიდილ სულთანი გარდაიცვალა 1817 წელს დაკრძალულია კონსტანტინოპოლში.