ნგაზიჯა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნგაზიჯა ( შიკომორი Ngazidja), ასევე გრანდ-კომორი (ფრანგ. Grande Comore) — კუნძული და ავტონომიური რეგიონი ინდოეთის ოკეანის მოზამბიკის სრუტეში, აფრიკის მატერიკის ნაპირიდან სიახლოვეს, ჩრდილოეთ მოზამბიკსა და ჩრდილოეთ მადაგასკარს შორის. ეს ყველაზე დიდი კუნძულია კომორის კუნძულების კავშირში. მოსახლეობის დიდი ნაწილი — ანტალოატრა. 2015 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 399 919 ადამიანს. კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი და ქვეყნის დედაქალაქია — მორონი. 2002 წლის კონსტიტუციის თანახმად, კუნძულს მართავს არჩეული პრეზიდენტი, ისევე როგორც სხვა კუნძულებს, ფედერალურ მთავრობასთან ერთად, რაც ამასთან ერთად არ ამცირებს ავტონომიური რეგიონის ხელისუფლებას.
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: შიკომორი Ngazidjaფრანგ. Grande Comore, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: შიკომორი Ngazidja ფრანგ. Grande Comore | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 11°35′00″ ს. გ. 43°20′00″ ა. გ. |
ფართობი | 1148 კმ² |
ავტონომიური რეგიონი | ნგაზიჯა |
დედაქალაქი | მორონი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 399 919 ადამიანი (2015) |
სიმჭიდროვე | 348,36 ად. /კმ² |
დახურვა