ოქროს გლობუსი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის
From Wikipedia, the free encyclopedia
ოქროს გლობუსი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის არის ოქროს გლობუსის დაჯილდოების ერთ-ერთი ნომინაცია.
1986 წლამდე ჯილდოს ეწოდებოდა ოქროს გლობუსი საუკეთესო უცხოური ფილმისთვის. რაც ნიშნავდა იმას, რომ გამარჯვებული უნდა ყოფილიყო არაამერიკული ფილმი. 1987 წელს ნომინაციამ მიიღო დღევანდელი დასახელება. ამგვარად შესაძლებელი გახდა ამერიკული, მაგრამ არაინგლისურენოვანი ფილმების დაჯილდოება აღნიშნული პრიზით. ასეთი ფილმებია აპოკალიფსი და ქარს დადევნებული.
ყველაზე მეტი ჯილდო ამ ნომინაციაში მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთს. მის შემდეგ მოდიან ესპანეთი და საფრანგეთი.