სან-ფრანცისკო
From Wikipedia, the free encyclopedia
სან-ფრანცისკო (ინგლ. San Francisco; [sæn frənˈsɪskoʊ], ოფიციალურად სან-ფრანცისკოს ქალაქი და ოლქი) — ჩრდილოეთ კალიფორნიისა და სან-ფრანცისკოს ყურის ფინანსური და კულტურული ცენტრი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სან-ფრანცისკო San Francisco | |||||
სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭე | |||||
| |||||
ქვეყანა | აშშ | ||||
შტატი | კალიფორნიაკალიფორნია | ||||
ოლქი | სან-ფრანცისკო | ||||
შიდა დაყოფა | 64 უბანი | ||||
კოორდინატები | 37°46′45″ ჩ. გ. 122°25′09″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ედვინ მ. ლეე | ||||
დაარსდა | 29 ივნისი, 1776 | ||||
ფართობი | 600.7 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 16 მ | ||||
მოსახლეობა | 825 863 კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 6 803 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 4 335 391 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-8, ზაფხულში UTC-7 | ||||
სატელეფონო კოდი | 415 | ||||
საფოსტო ინდექსი | 94101-94188 | ||||
ოფიციალური საიტი | sfgov.org | ||||
ფოტო სატელიტიდან | |||||
სან-ფრანცისკოს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, კალიფორნიაში შექმნილი ეს თვითმართვადი ქალაქი გადაჭიმულია 121 კმ²(46.9 კვადრატული მილი)-ის ფართობის ტერიტორიაზე.[5] აქ ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 6,803 ადამიანი ცხოვრობს. იგი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია მთელ კალიფორნიაში, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე, პირველი ადგილი კი ნიუ-იორკს ეკუთვნის.[6] სან-ფრანცისკოს მოსახლეობა 2013 წლის აღწერით 837,442-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით იგი კალიფორნიის შტატში მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია ლოს-ანჯელესის, სან-დიეგოსა და სან-ხოსეს შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი მხოლოდ მეთოთხმეტე.[7] ქალაქი ასევე წარმოადგენს თავისი რეგიონის კულტურულ და ფინანსურ ცენტრს.
სან-ფრანცისკოს დაარსება 1976 წლის 29 ივნისით თარიღდება და ესპანელ კოლონიზატორებს მიეწერებათ..[8] 1849 წელს დაწყებულმა კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელებამ ქალაქის მოსახლეობის სწრაფი ზრდა გამოიწვია და ამ დროისთვის სან-ფრანცისკო უკვე ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ყველაზე ხალხმრავალ ქალაქი არის. მოსახლეობის ზრდამ კი 1856 წელს, თავის მხრივ, ქალაქის თვითმართვად ერთეულად ჩამოყალიბება განაპირობა.[9] სან-ფრანცისკოს სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1906 წლის მიწისძვრამ და ხანძარმა, რამაც მისი სამი-მეოთხედი ნაწილი მიწასთან გაასწორა,[10] თუმცაღა იგი მალევე ფეხზე დადგა და 1915 წელს პანამის კონტინენტურ ექსპოზიციას უმასპინძლა. ქალაქი აქტიურად იყო ჩართული მეორე მსოფლიო ომშიც. ომის შემდეგ მასიურმა იმიგრაციამ, მოსახლეობის ლიბერალურმა მისწრაფებებმა და მრავალმა სხვა ფაქტორმა ქალაქს სიყვარულის ზაფხულისკენ უბიძგა, რამაც სან-ფრანცისკო ლიბერალიზმის კერად აქცია მთელ ამერიკაში.
სან-ფრანცისკოს, რომელიც ცნობილია თავისი თავბრუდამხვევი ზაფხულით, ნისლით, ციცაბო ბორცვებით, დახვეწილი არქიტექტურითა და ისეთი ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა: ოქროს კარიბჭე, ტრამვაი ქსელი, ალკატრასის ციხე, ალკატრასის კუნძული, ჩაინა თაუნი და ლომბარდიის ქუჩა, მუდამ აღტაცებაში მოჰყავს ტურისტები.[11]