ტიუილრის სასახლე
From Wikipedia, the free encyclopedia
ტიუილრი — ფრანგი მეფეების სასახლე პარიზის ცენტრში, რომელიც ლუვრთან ერთიან კომპლექსს ქმნიდა (მათ აგრეთვე დაემატა ტუილერის თეატრი[1]). ლუდოვიკო XVI-ის მმართველოვიდან დაწყებული იგი ყველა შემდგომი ფრანგი მონარქის რეზიდენციად იქცა. დაიწვა პარიზის კომუნის პერიოდში, 48 საათში[2] და მას შემდეგ არ აღდგენილა.
სასახლის მშენებლობა დაიწყო 1564 წელს, ეკატერინე მედიჩის სურვილით. სასახლეს გააჩნდა უზარმაზარი ფასადი. მომავალში მას რეზიდენციად იყენებდნენ ჰენრი IV, ლუი XIV, ლუი XVI, აგრეთვე ლუი XVIII, შემდეგ ნაპოლეონ I და ნაპოლეონ III, 1871 წლის მაისში შენობის ხანძრის შედეგად განადგურებამდე.
1882 წელს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ კენჭი უყარა შენობის დარჩენილი ნაწილის საბოლოოდ დანგრევას. მცირე ნაწილები დაცულია ლუვრში და სხვა მუზეუმებში თუ უნივერსიტეტებში[3].