ურდუ ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
ურდუ (اُردُو) — ჰინდუსტანის ერთ-ერთი ვარიანტი, სამწერლობო და ლიტერატურული ენა, რომელსაც იყენებენ პაკისტანისა და ინდოეთის მუსლიმები. ურდუ პაკისტანის ოფიციალური ენა და ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ინდურ ჯგუფს. გენეტიკურად და სტრუქტურულად წარმოადგენს ჰინდის ნაირსახეობას. მისგან განსხვავდება სპარსული და არაბული სიტყვების სიუხვით. ურდუმ აღიარება ბრიტანეთის ინდოეთში 1837 წელს მოიპოვა, როდესაც ბრიტანელებმა სპარსული და ადგილობრივი ენები ჩრდილოეთ ინდოეთში ინგლისურით და ურდუთი ჩაანაცვლეს.[1]