გაერთიანებული სამეფო
კუნძულოვანი სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში / From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ცნობილი როგორც გაერთიანებული სამეფო (UK ან U.K.)[10] ან დიდი ბრიტანეთი — სუვერენული სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მოიცავს კუნძულ დიდი ბრიტანეთს, კუნძულ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს და მრავალ პატარა კუნძულს.[11] მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს — ირლანდია. სახმელეთო საზღვრების გარდა, დიდი ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანით, აღმოსავლეთით - ჩრდილოეთის ზღვით, სამხრეთით - ლა-მანშის სრუტითა და სამხრეთ-დასავლეთით - კელტების ზღვით. დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას ერთმანეთისგან ირლანდიის ზღვა ჰყოფს. ქვეყანა საფრანგეთს უკავშირდება ევროგვირაბით. გააჩნია მსოფლიოში მე-12 ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი. ფართობი – 240,000 კმ2
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო United Kingdom of Great Britain and Northern Ireland გაერთიანებული სამეფო |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: „God Save the King“[1] |
||||||
გაერთიანებული სამეფოს მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ლონდონი 51°30′ ჩ. გ. 0°07′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
აღიარებული რეგიონული ენები | შოტლანდიური, ოლსტერულ-შოტლანდიური, უელსური, კორნული, ირლანდიური, შოტლანდიურ-გელური[2] | |||||
ეთნიკური ჯგუფები (2011) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | ბრიტანელი, ბრიტონი | |||||
მთავრობა | საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მონარქი | ჩარლზ III | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | რიში სუნაკი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | პარლამენტი | |||||
- | ზედა პალატა | ლორდთა პალატა | ||||
- | ქვედა პალატა | თემთა პალატა | ||||
ფორმირება | ||||||
- | უნიის აქტი 1707 | 1 მაისი, 1707 | ||||
- | უნიის აქტი 1800 | 1 იანვარი, 1801 | ||||
- | ანგლო-ირლანდიური ხელშეკრულება |
6 დეკემბერი, 1922 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 242,495[4] კმ2 (78-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.34 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2020 შეფასება | 67 886 004[5] (22-ე) | ||||
- | 2011 აღწერა | 63 182 178[6] (22-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 270.7 კაცი/კმ2 (50-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2019 შეფასება | |||||
- | სულ | $3.131 ტრილიონი[7] (მე-9) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $46 827[7] (26-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2019 შეფასება | |||||
- | სულ | $2.744[7] ჯინის წელი = 2018 (მე-6) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $41 030[7] (მე-20) | ||||
ჯინი | 33.5[8] საშუალო · 33-ე |
|||||
აგი (2018) | 0.920[9] ძალიან მაღალი · მე-15 |
|||||
ვალუტა | გირვანქა სტერლინგი (GBP ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 (UTC) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+01:00 (UTC+1) | ||||
თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
მოძრაობა | მარცხენა | |||||
სატელეფონო კოდი | +44 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .uk |
მმართველობის მხრივ არის უნიტარული საპარლამენტო დემოკრატია და კონსტიტუციური მონარქია.[12][13] ამჟამინდელი მონარქია მეფე ჩარლზ III. დედაქალაქი არის ლონდონი, გლობალური ქალაქი და ფინანსური ცენტრი 10.3 მილიონი მცხოვრებით.[14]
გაერთიანებულ სამეფოში შედის ოთხი ქვეყანა: ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია.[15] მათი დედაქალაქები, შესაბამისად, არის: ლონდონი, ედინბურგი, კარდიფი და ბელფასტი. ინგლისის გარდა, ქვეყნებს აქვთ თავიანთი ჩამოყალიბებული მთავრობები,[16] თითოეული განსხვავებული უფლებამოსილებით.[17][18] სხვა ძირითად ქალაქებს მიეკუთვნება: ბირმინგემი, გლაზგო, ლიდზი, ლივერპული და მანჩესტერი.
ახლომდებარე მენი, გერნზი და ჯერზი გაერთიანებულ სამეფოს არ ეკუთვნის; ისინი წარმოადგენენ სამეფოს დაქვემდებარებაში მყოფ გვირგვინის მიწებს, რომელთა წარმომადგენელი და მცველი დიდი ბრიტანეთის მთავრობაა.[19] ბრიტანეთის გავლენა მკაფიოდ შეინიშნება მისი ყოფილი კოლონიების ენაში, კულტურასა და პოლიტიკურ სისტემაში.[20][21][22][23][24] ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტით, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა მსოფლიოში მე-6 უდიდესია, ხოლო მთლიანი შიდა პროდუტის (PPP) მიხედვით მე-9 ადგილს იკავებს. გააჩნია მაღალშემოსავლიანი ეკონომიკა და ადამიანის განვითარების ინდექსის ძალიან მაღალი რეიტინგი (მსოფლიოში მე-14 ადგილი). იყო მსოფლიოში პირველი ინდუსტრიული ქვეყანა და უპირველესი ძალა XIX-XX საუკუნეების დასაწყისში.[25][26] დიდი ბრიტანეთი რჩება დიდ ძალად, საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო, სამეცნიერო და პოლიტიკური გავლენით.[27][28] არის ბირთვული კლუბის წევრი; სამხედრო ხარჯების მიხედვით იკავეს მსოფლიოს მე-6 პოზიციას.[29] 1946 წლის პირველი სესიიდან მოყოლებული, არის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი.
გაერთიანებული სამეფო არის ერთა თანამეგობრობის, ევროპის საბჭოს, დიდი შვიდეულის, დიდი ოცეულის, ნატოს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ინტერპოლის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოწინავე წევრი. იგი 1973 წლის 1 იანვრიდან, 47 წლის განმავლობაში, 2020 წლის 31 იანვრამდე იყო ევროკავშირის წევრი.