ფინიქსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფინიქსი (ინგლ. Phoenix; ოდჰამზე: S-ki:kigk; იავაპაიზე: Wathinka ან Wakatehe; დასავლეთ აპაჩურზე: Fiinigis; ნავაჰო: Hoozdoh; მოჰავეზე: Hachpa 'Anya Nyava)[2] — ქალაქი აშშ-ში, არიზონის შტატის დედაქალაქი. 2012 წლის მონაცემებით ქალაქში 1,488,750 ადამიანი ცხოვრობს.[1] ფინიქსი არის ამერიკის შტატების დედაქალაქებს შორის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ასევე მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის მასშტაბით VI.[3][4] ფინიქსის აგლომერაციაში ცხოვრობს 4.3 მილიონი ადამიანი, ამ მონაცემით ის ქვეყნის მასშტაბით XIV-ა, ასევე ფართობით ის ამერიკაში ერთ-ერთი უდიდესია.[5]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ფინიქსი Phoenix | |||
| |||
ქვეყანა | აშშ | ||
შტატი | არიზონაარიზონა | ||
ქაუნთი | მარიკოპა | ||
კოორდინატები | 33°25′54″ ჩ. გ. 112°04′26″ დ. გ. | ||
ქალაქის მერი | ფილ გორდონი | ||
დაარსდა | 1867 | ||
პირველი ხსენება | 1867 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1881 | ||
ფართობი | 1,334.1 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 340 მ | ||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||
მოსახლეობა | 1,488,750[1] კაცი (2012) | ||
სიმჭიდროვე | 1,080.2 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 4,263,236 | ||
სასაათო სარტყელი | UTC-7 | ||
სატელეფონო კოდი | 602, 480, 623 | ||
საფოსტო ინდექსი | 85001–85087 | ||
ოფიციალური საიტი | phoenix.gov | ||
ფინიქსი როგორს აგრიკულტურული დასახლება 1867 წელს მდინარეების სოლტისა და ხილას შესართავთან შეიქმნა. 1881 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. ფინიქსს აქვს სუბტროპიკული უდაბნოს ჰავა.[6] ამის მიუხედავად, არხების დახმარებით ქალაქის შემოგარენში განვითარებულია მიწათმოქმედება. ფინიქსის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს: იონჯის, ბამბის, ციტრუსების და თივის მოყვანა.[7][8]