ფორმულა ერთი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფორმულა ერთი (ინგლ. Formula One, ასევე ფორმულა-1, ან არაოფიც. სამეფო ფორმულა) — მსოფლიო ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში. ავტორბოლის ყველაზე ძვირი და მაღალტექნოლოგიური სახეობა.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
სწრაფი ფაქტები კლუბები, მახასიათებლები ...
ფორმულა ერთის ლოგოტიპი | |
კლუბები | 10 |
---|---|
მახასიათებლები | |
ტიპი | automobile racing series და მსოფლიო ჩემპიონატი |
წევრები | 20 |
ქვეყანა/რეგიონი | საერთაშორისო |
დახურვა
მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ყოველ წელს და ცალკეული ეტაპებისგან შედგება. ჩემპიონატის გამარჯვებული წლის ბოლოს ვლინდება. ამ ჩემპიონატში ასპარეზობენ როგორც ცალკეული პილოტები, ასევე გუნდებიც. პილოტები ასპარეზობენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის, ხოლო გუნდები — კონსტრუქტორთა თასისთვის. ფორმულა ერთის მიმდინარე ჩემპიონია მაქს ვერსტაპენი (2021)[1], ხოლო კონსტრუქტორთა თასის — მერსედესი[2].