შავანის ქედი
ქედი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარესა და ინგუშეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
შავანის ქედი ან შანის ქედი — ქედი საქართველოსა (მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) და რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე. წარმოადგენს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ შტოქედს, კავკასიონის ჩრდილოეთ გამყოლი ქედის შემადგენელ ერთეულს და მდინარეების ხდისა და არმხის (თერგის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფს. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 4491 მეტრი (მწვერვალი შანი).
სწრაფი ფაქტები შავანის ქედი ...
შავანის ქედი | |
---|---|
შანი | |
კოორდინატები: 42°40′33″ ჩ. გ. 44°45′23″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ინგუშეთი |
უმაღლესი წერტილი | შანი |
სიმაღლე | 4491 მ |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
დახურვა
ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. ორივე კალთაზე დაკიდებული მყინვარებია, მყინვარებისაგან თავისუფალი ადგილები კლდოვანია ან ღორღნალებითა და ალპური მდელოს ბალახეულითაა დაფარული.
შავანის ქედზე გაბატონებულია მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.