შერლოკი (ტელესერიალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„შერლოკი“ (ინგლ. Sherlock) — ბრიტანული ტელესერიალი, რომელიც წარმოადგენს ართურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმზის დეტექტიური მოთხრობების თანამედროვე ადაპტირებას. სერიალი შექმნეს სტივენ მოფატმა და მარკ გეტისმა. შერლოკ ჰოლმზის როლს ასრულებს ბენედიქტ კამბერბეჩი, ჯონ უოტსონს კი მარტინ ფრიმენი განასახიერებს. 2009 წელს ნაჩვენები პილოტის შემდეგ, პირველი სეზონის სამი 90-წუთიანი ეპიზოდი გავიდა BBC One–ის და BBC HD–ის ეთერში, 2010 წლის ივლისსა და აგვისტოში. მეორე სეზონი BBC One–ზე დაიწყო 2012 წლის 1 იანვარს, მესამე კი 2014 წლის 1 იანვარს. მეოთხე სეზონი ეთერში 2017 წელს გავიდა. სერიალს იღებენ რამდენიმე ადგილზე, მათ შორის ლონდონსა და კარდიფში.
სწრაფი ფაქტები შერლოკი, ჟანრი ...
შერლოკი | |
---|---|
ჟანრი | კრიმინალური დრამა |
ავტორი |
|
ეფუძნება | ართურ კონან დოილის ნაშრომები |
სცენარი |
|
რეჟისორი |
პოლ მაკგიგენი ტობი ჰეინესი ევროს ლინი ჯერემი ლავერინგი ნიკ ჰარანი კოლმ მაკ-კართი |
მონაწილეობენ | |
კომპოზიტორ(ებ)ი |
|
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 4 |
ეპიზოდი | 13 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
მარკ გეტისი სტივენ მოფატი ბერილ ვერტუ რებეკა იტონი ბეთან ჯონსი BBC |
პროდიუსერ(ებ)ი | სიუ ვერტუ |
ოპერატორი |
სტივ ლოუსი ფაბიან ვაგნერი |
რედაქტორ(ებ)ი |
მალი ევანზი ჩარლი ფილიპსი |
კამერა | ერთი კამერა |
ხანგრძლივობა | 90 წთ. |
კომპანია |
Hartswood Films BBC Wales WGBH |
ჩვენების ფორმატი |
576i 1080i (HDTV) |
აუდიო ფორმატი | სტერეო |
ეთერში | 25 ივლისი, 2010 (2010-07-25) — დღემდე |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
დახურვა
2014 წლის იანვარში აგრეთვე გამოვიდა ოფიციალური თემატური მობილური აპლიკაცია Sherlock: The Network.[1][2]