ჩეხეთის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩეხეთის სახელმწიფო დროშა (ჩეხ. státní vlajka České republiky) — იგივე, რაც ყოფილი ჩეხოსლოვაკიის დროშა. ამ სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკამ მისი დროშა შეინარჩუნა, სლოვაკეთმა კი ახალი მიიღო. ჩეხოსლოვაკიის პირველი დროშა თეთრი და წითელი ფერებისგან შედგებოდა, რაც მას პოლონეთის დროშასთან აიგივებდა, ამიტომ, დაემატა ლურჯი სამკუთხედი. ეს დროშა 1939 ნაცისტებმა აკრძალეს და მიიღეს ჰორიზონტალური, სამფეროვანი დროშა თეთრ, წითელ და ლურჯ ფერებში. თუმცა 1945 წლეს დროშა კვლავ აღდგა.
სწრაფი ფაქტები ჩეხეთის დროშა, ჩეხეთი ...
ჩეხეთის დროშა | |
---|---|
ჩეხეთი | |
მიღებულია | 1993 |
პროპორცია | 2:3 |
კომპიუტერული დიზაინი |
ჩეხეთის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს, რომელიც შედგება ორი ჰორიზონტალური თეთრი და წითელი ზოლებისა და ლურჯი სამკუთხედისაგან, რომლის წვეროც ორი ზოლის საზღვარზე მდებარეობს, ფუძე კი დროშის მარცხენა გვერდს ეფუძნება. |
დახურვა
1993 წელს ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკამ ყოფილი ფედერალური სახელმწიფოს იდენტური დროშა მიიღო, რითაც პირდაპირ დაარღვის კონსტიტუციური აქტი, რომელიც ორ მემკვიდრე სახელმწიფოს ყოფილი ფედერალური სიმბოლოების გამოყენებას უკრძალავდა.[1]