ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების თანამეგობრობა (ჩამორო: Sankattan Siha Na Islas Mariånas, ინგლ. Commonwealth of the Northern Mariana Islands) — ორგანიზებული და შეუერთებელი სტატუსის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფლად ასოცირებული ტერიტორია წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე მარიანას არქიპელაგზე. ესაზღვრება კუნძულ გუამს (აშშ) და კაროლინის კუნძულებს (მიკრონეზიის ფედერაციული შტატები). იგი შედგება თხუთმეტი კუნძულისაგან. ამ ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 463,63 კმ²-ს.
ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების თანამეგობრობა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: Gi Talo Gi Halom Tasi |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | საიპანი 7°07′ ს. გ. 171°04′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ჯო ბაიდენი | ||||
- | მმართველი | არნოლდ პალასიოსი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 463,63 კმ2 (195-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2010 შეფასებით | 53 883 (198-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 116,22 კაცი/კმ2 | ||||
აგი | 0.000 | |||||
ვალუტა | აშშ დოლარი (USD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+10:00 | |||||
Internet TLD | .mp | |||||
სატელეფონო კოდი | 670 |
ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების მოსახლეობა შეადგენს 53 883 ადამიანს[1][2][3] (2010). 2000 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად აქ ცხოვრობდა 69 221 ადამიანი.[4] მოსახლეობის 90 % ცხოვრობს კუნძულ საიპანზე. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აგრეთვე ცხოვრობს ორ კუნძულზე, ტინიანზე და როტაზე. დანარჩენი კუნძულები დაუსახლებელია.
ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრია — საიპანი. აღმსარებლობის მხრივ მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიციზმის მიმდევარია.