წინაისტორიული საქართველო
From Wikipedia, the free encyclopedia
წინაისტორიული საქართველო ― საქართველოს ისტორია ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულამდე. ქართულ ტომთა განსახლების არეალი ძვ. წ. IV-II ათასწლეულებში მოიცავდა ჩრდილო–დასავეთ ანატოლიას და ჩრდილო მესოპოტამიის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიას, სამხრეთ კავკასიას, მისი დასავლეთ საზღვარი აღწევდა შავ ზღვამდე. ქართულ ტომებს ურთიერთობა ჰქონდათ ხეთების სამეფოსთან, ხურიტებთან, ურარტუსთან, სემიტებთან, შუმერებთან, ჩრდილო კავკასიურ ტომებთან.