აბგარა
From Wikipedia, the free encyclopedia
აბგარა[1][2] — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (დურიფშის თემი), მდინარე ხიფსთის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 200 მ, შავი ზღვიდან 12 კმ, გუდაუთიდან 15 კმ. შეიქმნა 1948 წელს სოფლების ქვემო აბგარას და ზემო აბგარას გაერთიანებით[3].
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
დახურვა
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.