აგარა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
აგარა[2] — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭელიაღელის თემში. მდებარეობს მდინარე ხოტეურას სათავეში. ტყიბული-ამბროლაურის გზატკეცილზე, ზღვის დონიდან 1040 მეტრზე. ამბროლაურიდან დაშორებულია 10 კილომეტრით, ჭელიაღელიდან 1 კმ. სოფელში ორი ეკლესიაა — აგარის წმინდა გიორგის, აგრეთვე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგარა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
აგარა | |
ეკლესია აგარის ცენტრში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარერაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭელიაღელე |
კოორდინატები | 42°27′15″ ჩ. გ. 43°07′00″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1040 მ |
მოსახლეობა | 101[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,0 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დახურვა
აგარაში ძირითადად შემდეგი გვარის წარმომადგენლებები სახლობენ აბუთიძეები, ბიბილაშვილები, მესხები, მომცელიძეები, ტურძილაძეები.