აზერბაიჯანული ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯანული ენა (თვითსახელრქმევა ლათინური ანბანით Azərbaycan dili, კირილური ანბანით Азәрбајҹан дили) — თურქულ ენათა სამხრეთდასავლურ ჯგუფს მიეკუთვნება და წარმოადგენს სახელმწიფო ენას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ასევე არის დაღესტანის (რუსეთი) ერთ-ერთი ოფიციალური ენაც. გარდა ამისა, აზერბაიჯანული ენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თურქული ენა ირანის ისლამური რესპუბლიკაში. ასევე გავრცელებულია აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში საქართველოში (ქვემო ქართლი).
აზერბაიჯანული ენა Azərbaycan dili, آذربايجان ديلی Azərbaycan-türkcəsi, Azəri dili, Türki, Türki azəri (ირანში), Азәрбајҹан дили | |
გავრცელებულია | აზერბაიჯანი ირანი საქართველო რუსეთი უკრაინა გერმანია აშშ ერაყი თურქეთი სირია ყაზახეთი გაერთიანებული სამეფო სომხეთი (1988 წლამდე) |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 30 მლნ. |
ოფიციალური სტატუსი | აზერბაიჯანი რუსეთი დაღესტანი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ევრაზიის ენები
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური, კირილიცა (აზერბაიჯანში) არაბული, (ირანში) |
ენის კოდები | ISO 639-1: az ISO 639-2: aze ISO 639-3: aze, azj, azb, qxq, slq |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-az}} |
ერთ-ერთი ძველი თურქული ენაა. ალთაური ენების ოჯახის თურქულის შტოს ოღუზურ ჯგუფს მიეკუთვნება. ამასთანავე გააჩნია ყივჩაღური არეალის ენების თვისებები. მორფოლოგიური წყობით აზერბაიჯანული ენა სინთეზური და აგლუტინაციურია. ლექსიკა შედგება ძირითადად ირანული და არაბული სიტყვებისაგან. ფონეტიკამ განიცადა სპარსული ენის გავლენა[1].
XX საუკუნის მანძილზე აზერბაიჯანული დამწერლობა ოთხჯერ შეიცვალა. დღესდღეობით აზერბაიჯანელები სარგებლობენ სამი სახის დამწერლობით: არაბული ირანში, ლათინური აზერბაიჯანში და კირილური დამწერლობა დაღესტანში (რუსეთი). თანამედროვე აზერბაიჯანული ენა ჩამოყალიბდა ბაქოსა და შამახის დიალექტების საფუძველზე.
აზერბაიჯანულად მოლაპარაკეთა რაოდენობა — 25-30 მილიონ ადამიანს შეადგენს.