აკვილია
From Wikipedia, the free encyclopedia
აკვილია (იტალ. Aquileia) — ძველრომაული ქალაქი თანამედროვე იტალიაში. მდებარეობს ადრიატიკის ზღვის სიახლოვეს, ლაგუნების სანაპიროზე, ზღვიდან დაახლოებით 10 კმ-ის დაშორებით. გაშენებულია მდინარე ნატისოზე, რომელმაც რომაული პერიოდიდან მოყოლებული რამდენადმე შეიცვალა მიმართულება. დღეისათვის აკვილია პატარა ქალაქია, 3 500 მაცხოვრებლით (2009), მაგრამ ანტიკურ ხანაში იგი გამორჩეული, დიდი ქალაქი იყო. ამჟამად წარმოადგენს ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ მთავარ არქეოლოგიურ ძეგლს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
აკვილია Aquileia | |||
აკვილიის ბაზილიკა | |||
| |||
ქვეყანა | იტალია | ||
კოორდინატები | 45°46′00″ ჩ. გ. 13°22′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 36 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 5 მ | ||
მოსახლეობა | 3,503 კაცი (2009) | ||
სიმჭიდროვე | 97.3 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 0431 | ||
საფოსტო ინდექსი | 33051 | ||
საავტომობილო კოდი | UD | ||
ოფიციალური საიტი | comune.aquileia.ud.it | ||
დახურვა
ისტორიულად, ქალაქი 181 წელს დაარსდა და სულ მალე განვითარების აპოგეას მიაღწია, როდესაც ის რომის იმპერიის უმნიშვნელოვანესი ქალაქი გახდა. ამავე დროს, იგი მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი იყო, ჯერ ცისტერიანიზმის IV საუკუნეში, ხოლო XV საუკუნეში აკვილიის საპატრიარქოს რეზიდენცია.