იტალია
From Wikipedia, the free encyclopedia
იტალია (იტალ. Italia), ოფიციალურად იტალიის რესპუბლიკა (იტალ. Repubblica italiana[6]) — უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ ევროპაში. ჩრდილოეთით, ალპების გასწვრივ ესაზღვრება საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია და სლოვენია. სამხრეთით მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის ორ უდიდეს კუნძულს — სიცილიასა და სარდინიას, ასევე სხვა მრავალ პატარა კუნძულს. იტალიის საზღვრებში მდებარეობს ორი ანკლავი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები სან-მარინო და ვატიკანი. ამავე დროს, იტალია შვეიცარიის ტერიტორიაზე ფლობს ექსკლავ კამპიონე-დ'იტალიას. იტალიის ტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს და ახასიათებს ზომიერი სარტყლის კლიმატი. 60,6 მლნ მცხოვრებით იტალია ევროპაში მე-5 სახელმწიფოა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.
იტალიის რესპუბლიკა Repubblica italiana იტალია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Il Canto degli Italiani იტალიელთა სიმღერა |
||||||
იტალიის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | რომი 41°54′ ჩ. გ. 12°29′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | იტალიური [ა] | |||||
რელიგია | რომაული კათოლიციზმი | |||||
ეთნოქორონიმი | იტალიელი | |||||
მთავრობა | უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | სერჯო მატარელა | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ჯორჯა მელონი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | პარლამენტი | |||||
- | ზედა პალატა | რესპუბლიკის სენატი | ||||
- | ქვედა პალატა | დეპუტატთა პალატა | ||||
ფორმირება | ||||||
- | გაერთიანება | 17 მარტი, 1861 | ||||
- | რესპუბლიკა | 2 ივნისი, 1946 | ||||
- | დაარსდა ევროპული თანამეგობრობა (ამჟამად ევროკავშირი) |
1 იანვარი, 1958 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 301 338 კმ2 (72-ე) | ||||
- | წყალი (%) | 2.4 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2020 შეფასება | 60,317,116[1] (23-ე) | ||||
- | 2011 აღწერა | 59 433 744[2] (23-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 201.3 კაცი/კმ2 (63-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $1.847 ტრილიონი[3] (მე-11) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $30 803[3] (32-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $2.171 ტრილიონი[3] (მე-8) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $36 216[3] (27-ე) | ||||
ჯინი (2011) | 31.9[4] საშუალო |
|||||
აგი (2013) | 0.872[5] ძალიან მაღალი · 26-ე |
|||||
ვალუტა | ევრო (€) [ბ] (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 (UTC+1) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+02:00 (UTC+2) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +39 [გ] | |||||
ინტერნეტ-დომენი | .it [დ] | |||||
ა. | ^ ფრანგული ოფიციალურთან გათანაბრებული ენაა ვალე-დ’აოსტაში; სლოვენური ოფიციალურთან გათანაბრებული ენაა ტრიესტის პროვინციასა და გორიციის პროვინციაში; გერმანული და ლადინური ოფიციალურთან გათანაბრებული ენაა სამხრეთ ტიროლში. | |||||
ბ. | ^ 2002 წლამდე ლირა. | |||||
გ. | ^ კამპიონე-დ’იტალიაში დასარეკად, საჭიროა შვეიცარიის კოდის აკრეფა +41. | |||||
დ. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნეთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, როგორც რომის იმპერიის დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იტალიამ გაუძლო უცხოელ ხალხთა მრავალ ინვანსიას, ძირითადად ისეთი ხალხებისგან როგორებიც იყვნენ გერმანიკული ტომები — ლანგობარდები და ოსტგუთები, შემდეგ ბიზანტიელები, უფრო მოგვიანებით კი ნორმანები და ა. შ. საუკუნეების შემდეგ, იტალია საზღვაო რესპუბლიკებისა და რენესანსის სამშობლო გახდა.[7] იტალია მდებარეობს ევროპაში,ახლოს არის საფრანგეთთან.იტალიური ენა უნდა ისწავლოს თვით მარიამ ხოფერიამ პოსტ-რომის იმპერიული საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იტალია დაყოფილი იყო მრავალ სამეფოდ და ქალაქ-სახელმწიფოდ (მაგალითად, როგორებიც იყო სარდინიის სამეფო, ორი სიცილიის სამეფო, მილანის საგრაფო), მაგრამ 1861 წელს გაერთიანდა.[8] გაერთიანების მღელვარე პერიოდი ისტორიაში ცნობილია როგორც „Il Risorgimento“. გვიანდელ XIX საუკუნიდან და მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე იტალია ფლობდა კოლონიურ იმპერიას, რომელზეც მისი მმართველობა ვრცელდებოდა და ოგო მოიცავდა ლიბიას, ერიტრეას, სომალის, ეთიოპიას, ალბანეთს, დოდეკანესის კუნძულებსა და ტიანძინის კონსესიას ჩინეთში.[9]
თანამედროვე იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა. რანგირებულია როგორც მსოფლიოს 24-ე ყველაზე განვითარებული ქვეყანა[10] და ცხოვრების ხარისხის ინდექსით შედის მსოფლიო ქვეყანათა ათეულში.[11] იტალია გამოირჩევა ცხოვრების ძალიან მაღალი სტანდარტით და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი მაჩვენებლით.[12][13] წარმოადგენს ევროკავშირის ჩანასახის დამფუძნებელ წევრს და ევროზონის ნაწილს. იტალია ასევე არის დიდი რვიანის, დიდი ოციანისა და ნატოს წევრი. გააჩნია მსოფლიოში მესამე უდიდესი ოქროს მარაგი, მშპ-ის მერვე უდიდესი მაჩვენებელი მსოფლიოში, მეათე უდიდესი მშპ,[14] და მეექვსე უდიდესი სახელმწიფო ბიუჯეტი.[15] ის ასევე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, დასავლეთ ევროპის კავშირისა და გაეროს წევრი. იტალია ფლობს მსოფლიოში მეცხრე უდიდეს თავდაცვით ბიუჯეტს და მის ტერიტორიაზე განთავსებულია ნატოს ბირთვული იარაღი.
იტალია დიდ როლს თამაშობს გლობალურ სამხედრო, კულტურულ და დიპლომატიურ საქმიანობებში. ქვეყნის ევროპული პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური გავლენა მას მთავარ რეგიონულ ძალად აქცევს.[16][17] იტალიას გააჩნია საზოგადოების განათლების მაღალი დონე და წარმოადგენს მაღალგლობალიზებულ ერს.[18]