ალბანეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალბანეთი (ალბ. Shqipëri/Shqipëria),[5] ოფიციალურად ალბანეთის რესპუბლიკა (ალბ. Republika e Shqipërisë) — სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ქვეყნის სახელწოდება ილირიულიდან გამომდინარეობს (olba), რაც ითარგმნება, როგორც დასახლება. ალბანურად ჟღერს როგორც Shqipëria, რაც არწივების ქვეყანას ნიშნავს.
ტერმინს „ალბანეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალბანეთი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ალბანეთის რესპუბლიკა Republika e Shqipërisë ალბანეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: "Ti, Shqipëri, më jep nder, më jep emrin Shqiptar" "შენ ალბანეთო მაძლევ ღირსებას, მაძლევ მე სახელს ალბანეთს" |
||||||
ჰიმნი: Himni i Flamurit
(ალბანური) "Hymn to the Flag" |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ტირანა 41°20′ ჩ. გ. 19°48′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ალბანური | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ილირ მეტა | ||||
- | პრ.-მინისტრი | ედი რამა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 28 748 კმ2 (143-ე) | ||||
- | წყალი (%) | 4.7 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2015 შეფასებით | 2 893 005[1] (130-ე) | ||||
- | 2011 აღწერა | 2 821 977[2] | ||||
- | სიმჭიდროვე | 98 კაცი/კმ2 (63-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2011 შეფასებით | |||||
- | სულ | $32.259 billion[3] (112-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $11,700[3] | ||||
აგი (2010) | 0.716[4] (მაღალი) (95-ე) | |||||
ვალუტა | ალბანური ლეკი (ALL ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | ALB | |||||
Internet TLD | .al | |||||
სატელეფონო კოდი | 355 |
ალბანეთი ესაზღვრება: ჩრდილო-დასავლეთით მონტენეგროს, სერბეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ მაკედონიას აღმოსავლეთით და საბერძნეთს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. მას სანაპირო ზოლი აქვს დასავლეთით ადრიატიკის ზღვასთან და სამხრეთ-დასავლეთით იონიის ზღვასთან. ალბანეთი იტალიისგან დაშორებულია 75 კილომეტრის სიგანის ოტრანტოს სრუტით.
ალბანეთი არის: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ის არის ენერგიის საზოგადოების და ხმელთაშუა ზღვის კავშირის დამფუძნებელი წევრი. ასევე ევროპის კავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი.[6]
ისტორიის მანძილზე ალბანეთის დღევანდელი ტერიტორია შედიოდა რომის იმპერიის შემდეგი პროვინციების შემადგენლობაში: დალმაცია (სამხრეთი ილირიკუმი), მაკედონია (კერძოდ ეპირუს ნოვა) და მეზია. დღევანდელმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა ბალკანეთის ომების შემდეგ, ოსმალეთის იმპერიის დაშლის შედეგად მიიღო.[7] ალბანეთმა დამოუკიდებლობა 1912 წელს გამოაცხადა და იმავე წელს მიიღო აღიარება. 1914 წლიდან ალბანეთი იყო ალბანეთის სამთავრო, ალბანეთის რესპუბლიკა, ალბანეთის სამეფო და 1939 წელს იტალიის სამეფოს შეჭრის შემდეგ დიდი ალბანეთი ეწოდებოდა. 1943 წლიდან ალბანეთი გადავიდა ნაცისტური გერმანიის პროტექტორატის ქვეშ.[8] შემდეგ წელს ენვერ ხოჯასა და ალბანეთის შრომის პარტიის მეთაურობით შეიქმნა ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკა. 1991 წელს გაუქმდა სოციალისტური რესპუბლიკა და შეიქმნა ალბანეთის რესპუბლიკა.
ალბანეთი წარმოადგენს საპარლამენტო რესპუბლიკას. მისი დედაქალაქია ტირანა. ქვეყნის მოსახლეობა 2015 წლის მონაცემებით შეადგენს 2 893 005 ადამიანს,[1] საიდანაც 421 286 ადამიანი დედაქალაქში ცხოვრობს.[9] ტირანა, ასევე, ქვეყნის საფინანსო ცენტრსაც წარმოადგენს. თავისუფალი ბაზრის რეფორმებმა ქვეყანა გახსნა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის, განსაკუთრებით ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაში.[10][11] ალბანეთს აქვს მაღალი ადამიანის განვითარების ინდექსი,[4] მოსახლეობა ღებულობს უფასო სამედიცინო მომსახურებას, პირველად და მეორად განათლებას. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით ალბანეთი წარმოადგენს საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანას.[12] ქვეყნის ეკონომიკაში დომინანტია მომსახურება, რომელსაც მოსდევს ინდუსტრია და სოფლის მეურნეობა.