ალექსანდრე არქიპენკო
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე პორფირეს ძე არქიპენკო (უკრ. Олекса́ндр Порфи́рович Архи́пенко; დ. 30 მაისი, 1887, კიევი — გ. 25 თებერვალი, 1964, ნიუ-იორკი, აშშ) — უკრაინელი და ამერიკელი მოქანდაკე და მხატვარი, კუბიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ქანდაკებაში. ამერიკაში უკრაინელი მხატვრების ასოციაციის საპატიო წევრი და ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის ნამდვილი წევრი.
სწრაფი ფაქტები ალექსანდრე არქიპენკო, დაიბადა ...
ალექსანდრე არქიპენკო | |
---|---|
უკრ. Олекса́ндр Порфи́рович Архи́пенко | |
დაიბადა | 30 მაისი, 1887 |
დაბადების ადგილი | კიევი, რუსეთის იმპერია |
გარდაიცვალა | 25 თებერვალი, 1964 (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | უკრაინელი |
სფერო | მოქანდაკე, მხატვარი |
მიმდინარეობა | კუბიზმი |
ჟანრი | ნიუ, ნატურმორტი, აბსტრაქციონიზმი |
დახურვა
არქიპენკოს ნამუშევრებს ახასიათებს დინამიზმი, ლაკონური კომპოზიცია და ფორმა; მან ქანდაკებაში შემოიტანა პოლიქრომია, ჩაღრმავება და გახსნა, როგორც სკულპტურის ექსპრესიული ელემენტები, სინთეზური სამგანზომილებიანი მოძრავი კონსტრუქციები. არქიპენკო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოიყენა „ნულოვანი“ ფორმის ექსპრესიული შესაძლებლობები.