ნიუ-იორკი
უდიდესი ქალაქი აშშ-ში / From Wikipedia, the free encyclopedia
ნიუ-იორკი (ინგლ. New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატში. 8-მილიონიანი (8301კმ²-ზე) ნიუ-იორკი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.[1][2][3] მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი რომ ამავე სახელწოდების შტატისგან განასხვაონ, მას ნიუ-იორკ-სიტის უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია „დიდი ვაშლი“ (ინგლ. Big Apple).
ტერმინს „ნიუ-იორკი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნიუ-იორკი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნიუ-იორკი New York City | |||||
| |||||
ქვეყანა | აშშ | ||||
შტატი | ნიუ-იორკინიუ-იორკი | ||||
შიდა დაყოფა | მანჰეტენი, ბრუკლინი, კუინზი, ბრონქსი და სტეიტენ-აილენდი | ||||
კოორდინატები | 40°43′00″ ჩ. გ. 74°00′00″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ბილ დე ბლაზიო | ||||
დაარსდა | 1613 | ||||
ადრეული სახელები | ახალი ამსტერდამი | ||||
ფართობი | 1214.4 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 10 მ | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||||
მოსახლეობა | 8 399 000 კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 10 482 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 21 858 830 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 212 (მანჰეტენი), 718, 917, 347, 646 | ||||
საფოსტო ინდექსი | 10001-10292 | ||||
საავტომობილო კოდი | NY | ||||
ოფიციალური საიტი | nyc.gov | ||||
მეტსახელი |
„დიდი ვაშლი“, „მსოფლიოს დედაქალაქი“ (Novum Caput Mundi), „ქალაქი რომელსაც არასდროს სძინავს“, „ემპაია-სიტი“, „გოთემი“. | ||||
ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ქალაქი გამოირჩევა მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს შტაბ-ბინა.
ქალაქი შედგება ხუთი რაიონისგან (ძვ. სტილით – საგრაფოსგან): ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა, ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს უტოლდება.
ნიუ-იორკში ყოველწლიურად უამრავი იმიგრანტი ჩამოდის როგორც მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისე აშშ-დან. ისინი ამ ქალაქის კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ამჟამად ნიუ-იორკში კრიმინალის ყველაზე დაბალი დონეა სხვა დიდ ამერიკულ ქალაქებთან შედარებით.