ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი (ესპ. Museo Nacional de Antropología) — მექსიკის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო მუზეუმი. მდებარეობს მეხიკოში, ჩაპულტეპეკის პარკში. მეზეუმი შეიცავს კოლუმბამდელი პერიოდის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის უნიკალურ კოლექციას, რომლებიც ნაპოვნია მექსიკის ტერიტორიაზე.
ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი | |
---|---|
ესპ. Museo Nacional de Antropología | |
მუზეუმის ერთ-ერთი სიმბოლო, ტლალოკის ქანდაკება, სიმაღლე 7 მ, წონა 167 ტონა, ნაპოვნია 1940-იან წლებში მეხიკოს შტატში. | |
19°25′33″ ჩ. გ. 99°11′09″ დ. გ. | |
დაარსდა | 1825 |
ქვეყანა | მექსიკა |
მდებარეობა | მიგელ-იდალგო |
ვიზიტორები | ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი |
დირექტორი | ფილიპე სოლისი |
ოფიციალური საიტი | https://www.mna.inah.gob.mx/ |
ზოგჯერ შეცდომით მიიჩნევენ, რომ მისი სრული დასახელებაა ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული მუზეუმი. ეს გამოიწვია იმან, რომ მასთან ახლოს მდებარეობს ისტორიის ეროვნული მუზეუმი, თუმცა ის ცალკე დაწესებულებაა და შეისწავლის პერიოდს კონკისტადან დღევანდელ დღემდე. ასევე ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ადმინისტრაციული ორგანი, რომელიც ორივე მუზეუმს მართავს, ატარებს სახელს „ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტი“ (ესპ. Instituto Nacional de Antropología e Historia). თუმცა მუზეუმის ოფიციალური სახელია: ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი.