აფრიკა
კონტინენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
აფრიკა — დედამიწის ერთ-ერთი კონტინენტი. ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 30,22 მლნ. კმ²–ს, ხოლო მოსახლეობა — 1,1 მილიარდ ადამიანს[1] (დედამიწის მოსახლეობის 14 %). კონტინენტებს შორის ამ მაჩვენებლებით იგი ჩამორჩება მხოლოდ ევრაზიას. უჭირავს დედამიწის მთელი ზედაპირის 6 %, ხოლო ხმელეთის 20,4 %.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „აფრიკა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. აფრიკა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ტერმინს „აფრიკა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აფრიკა (მრავალმნიშვნელოვანი). |
აფრიკა | |
---|---|
ფართობი | 30 221 532 კმ² |
მოსახლეობა | 1 100 000 000 ად. (2013) |
მოს. სიმჭიდროვე | 36,40 ად./კმ² |
ქვეყნები | 54 (ქვეყნების_სია) |
ენები | აფრიკის ენების სია |
სასაათო სარტყელი | UTC-1-UTC+4 |
აფრიკა, განსაკუთრებით ცენტრალური აღმოსავლეთ აფრიკა, მეცნიერების მიერ ადამიანის წარმოშობის ადგილად ითვლება, რასაც ადასტურებს ადრეულ ჰომინიდთა აღმოჩენა და ასევე გვიანდელი (დათარიღებული 7 მილიონი წლით) ადამიანის წინაპართა დასახლებები, მათ შორის Sahelanthropus tchadensis, Africanus, Homo Erectus, რომელთა შორის ყველაზე ადრეული ადამიანები დაახ. 200 000 წლის წინ გამოჩნდნენ.
აფრიკა ეკვატორის ორივე მხარეს იჭიმება და მრავალ კლიმატურ სარტყელს მოიცავს. ეს ერთადერთი კონტინენტია, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ზომიერ სარტყლებს სწვდება.