აჯიმჩიღრა
From Wikipedia, the free encyclopedia
აჯიმჩიღრა[1] — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (ლიხნის თემი), მდინარე ხიფსთის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 180 მ, შავი ზღვიდან 8 კმ, გუდაუთიდან 9 კმ. სოფლის მიდამოებშია აჯიმჩიღრის კარსტული მღვიმე.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
აჯიმჩიღრა | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლიხნი |
კოორდინატები | 43°10′30″ ჩ. გ. 40°36′56″ ა. გ. |
მოსახლეობა | 0 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.