ბარმიში
From Wikipedia, the free encyclopedia
ბარმიში — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მიუსერის ბორცვიან დაბლობზე, მდინარე მჭიშთის მარჯვენა ნაპირას, სოხუმ–სოჭის გზატკეცილზე. თემის ცენტრი (სოფლები: აჯხახარა, მაზიხვა). რკინიგზის ბაქანი. ზღვის დონიდან 160 მ, შავი ზღვიდან 8 კმ, გუდაუთიდან 11 კმ.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ბარმიში Бармышь | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არაფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბარმიში |
კოორდინატები | 43°12′58″ ჩ. გ. 40°29′25″ ა. გ. |
ოფიციალური ენა | აფხაზური ენა და რუსული ენა |
მოსახლეობა | 0 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.