ბატაბანო
From Wikipedia, the free encyclopedia
ბატაბანო — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, მაიაბეკეს პროვინციაში.
სწრაფი ფაქტები მუნიციპალიტეტი, ქვეყანა ...
მუნიციპალიტეტი | |
---|---|
ბატაბანო Batabanó | |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | მაიაბეკემაიაბეკეს პროვინცია|მაიაბეკე |
კოორდინატები | 22°41′55″ ჩ. გ. 82°17′38″ დ. გ. |
დაარსდა | 1688 წ |
პირველი ხსენება | 1688 |
ფართობი | 187 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 5 მ |
ოფიციალური ენა | ესპანური ენა |
მოსახლეობა | 25 664 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 137,2 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | +53-7 |
დახურვა
მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს მრავალი პატარა მდინარე. ქალაქში არსებული ნავსადგური XVI საუკუნით თარიღდება და დიდ როლს ასრულებდა კუბის სანაპირო ზოლის ქალაქებს შორის ნავიგაციაში, სანამ XIX საუკუნეში ისინი ერთმანეთს რკინიგზით დაუკავშირდებოდნენ. დღეისათვის ის მნიშვნელოვანია რამდენადაც წარმოადგენს ნავსადგურს, საიდანაც ხდება კომუნიკაციის დამყარება კუნძულ ხუვენტუდთან და კაიო-ლარგო-დელ-სურთან. ასევე მნიშვნელოვანია მისი როლი მეთევზეობაში.
ბატაბანოს სამხრეთით მდებარეობს მრავალი პატარა კუნძული, რომლებიც კანარეოსის არქიპელაგს მიეკუთვნება.
ქალაქი 1688 წელს დაარსდა.