კუბა
From Wikipedia, the free encyclopedia
კუბის რესპუბლიკა (ესპ. República de Cuba) — კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვის აუზში. კუბის სახელმწიფო შედგება ძირითადი კუნძულის — კუბის, ასევე ხუვენტუდისა და რამდენიმე არქიპელაგისაგან. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ჰავანა. სიდიდით მეორე ქალაქია სანტიაგო-დე-კუბა.[6][7] კუბისგან ჩრდილოეთით მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატები და ბაჰამის კუნძულები, დასავლეთით — მექსიკა, სამხრეთით — კაიმანის კუნძულები და იამაიკა ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰაიტი და დომინიკელთა რესპუბლიკა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „კუბა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. კუბა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
კუბის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Patria o Muerte (ესპანური) „სამშობლო ან სიკვდილი“[1] |
||||||
ჰიმნი: ლა ბაიამესა[2] |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ჰავანა 23°08′ ჩ. გ. 82°23′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური | |||||
მთავრობა | სოციალისტური რესპუბლიკა[3] | |||||
- | პრეზიდენტი | მიგელ დიას-კანელი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 110 861 კმ2 (105-ე) | ||||
- | წყალი (%) | უმნიშვნელო[4] | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2010 შეფასებით | 11 241 894[4] (73-ე) | ||||
- | 2002 აღწერა | 11 177 743[4] | ||||
- | სიმჭიდროვე | 102,3 კაცი/კმ2 (106-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2010 შეფასებით | |||||
- | სულ | $114,1 მილიარდი (63-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $9900 (86-ე) | ||||
აგი (2007) | 0.776[5] (მაღალი) (51-ე) | |||||
ვალუტა | კუბური პესო (CUP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-05:00 | |||||
ქვეყნის კოდი | CUB | |||||
Internet TLD | .cu | |||||
სატელეფონო კოდი | 53 |
1492 წელს, დღევანდელი კუბის კუნძულს ქრისტეფორე კოლუმბი მიადგა და ის ესპანეთის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა. კუბა ესპანეთის ტერიტორიად მიიჩნეოდა 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომამდე, 1902 წელს კი მოიპოვა ამერიკისგან ფორმალური დამოუკიდებლობა. 1953-1959 წლებში მიმდინარეობდა კუბის რევოლუცია, რომელმაც ფულხენსიო ბატისტას დიქტატურა დაამხო.[8] რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით. დღევანდელი მთავრობის დემოკრატიის ინდექსი ფასდება როგორც „ავტორიტარული“.
კუბის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს; მოსახლეობის რაოდენობით და ტერიტორიით ის კარიბის აუზის კუნძულოვან სახელმწიფოებში ყველაზე დიდია. კუბელების კულტურა და წეს-ჩვეულებები შედგება როგორც აბორიგენი ხალხების, ტაინოებისა და სობონეიების, ასევე ესპანეთის იმპერიისა და აფრიკელი მონების მემკვიდრეობისაგან, მასზე ასევე დიდი გავლენა იქონია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სიახლოვემაც.
კუბაში წიგნიერების კოეფიციენტი შეადგენს 99,8 %-ს,[9][10] ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალია ვიდრე ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში,[11] ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მონაცემია 77.64.[9]