ბედია (გალის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
ბედია (აფხ. Бедиа; ყოფ. სანარდო) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სახახუბიო, ფშაური). მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ოხოჯის (მდინარე ოქუმის შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 160 მ–ზე. დაშორებულია შავი ზღვიდან 7 კმ-ით, გალიდან — 20 კმ-ით. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
დახურვა
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.