ბოსტონ სელტიქსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსტონ სელტიქსი (ინგლ. Boston Celtics) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამოდის. გუნდი შეიქმნა 1946 წელს. მისი სათამაშო ბაზაა ბოსტონში, მასაჩუსეტსი. გუნდი მონაწილეობას იღებს ატლანტიკის დივიზიონში და არის ასევე აღმოსავლეთ კონფერენციის წევრი. გუნდის ახლანდელი მფლობელი არის Boston Basketball Partners LLC. გუნდის საშინაო არენად კი TD Garden-ია, რომელსაც გუნდი იყოფს ჰოკეის გუნდ ბოსტონ ბრუინსთან ერთად. სელტიქსის 17 NBA-ს ჩემპიონობა არის ყველაზე დიდი მიღწევა NBA ისტორიაში, სადაც ისინი მხოლოდ და მხოლოდ 1 ჩემპიონობით უსწრებენ მათ ყველაზე დიდ მეტოქეს დასავლეთის კონფერენციის მონაწილე ლოს-ანჯელეს ლეიკერსს, რომელთაც 16 ტიტული აქვთ მოპოვებული. 1957 წლიდან 1969 წლამდე, სელტიქსი დომინირებდა ლიგაში, სადაც 11 ჩემპიონის ტიტულის მოგება მოახერხეს 13 წლის განმავლობაში, აქედან 8 კი ზედიზედ მოპოვებული იყო (1959-1966), ეს კი ყველაზე დიდი დომინირების წლებია და შედეგი რაც კი ჩრდილოეთ ამერიკის რომელიმე სპორტის რომელიმე გუნდს მიუღწევია როდისმე.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ბოსტონ სელტიქსი Boston Celtics | |||
---|---|---|---|
ბოსტონ სელტიქსის სეზონი 2020–21 | |||
კონფერენცია | აღმოსავლეთი | ||
დივიზიონი | ატლანტიკის | ||
დაარსდა | 1946 | ||
ისტორია | ბოსტონ სელტიქსი (1946–დღემდე) | ||
არენა | თიდი გარდენი | ||
ქალაქი | ბოსტონი, მასაჩუსეტსი | ||
გუნდის ფერები | მწვანე, თეთრი, შავი, ოქროსფერი | ||
მფლობელ(ებ)ი | Boston Basketball Partners L.L.C. | ||
გენერალური მენეჯერი | დენი ეინჯი | ||
მთავარი მწვრთნელი | იმე უდოკა | ||
D-ლიგის კლუბი | Maine Red Claws | ||
ჩემპიონები | 17 (1957, 1959, 1960, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1968, 1969, 1974, 1976, 1981, 1984, 1986, 2008) | ||
კონფერენციის ტიტულები | 21 (1957, 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1968, 1969, 1974, 1976, 1981, 1984, 1985, 1986, 1987, 2008, 2010) | ||
დივიზიონის ტიტულები | 21 1972, 1973, 1974, 1975, 1976, 1980, 1981, 1982, 1984, 1985, 1986, 1987, 1988, 1991, 1992, 2005, 2008, 2009, 2010, 2011, 2012) | ||
გაუქმებული ნომრები | 21 (00, 1, 2, 3, 6, 10, 14, 15, 16, 17, 18, LOSCY, 19, 21, 22, 23, 24, 25, 31, 32, 33, 35 | ||
ოფიციალური საიტი | celtics.com | ||
|