ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ. National Basketball Association, NBA) — ჩრდილოეთ ამერიკის მამაკაცთა პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა, რომელიც 30 გუნდისგან შედგება. აქედან 29 გუნდი აშშ-ის, ხოლო 1 გუნდი კი კანადის ტერიტორიაზე მდებარეობს. NBA არის ოთხი უმთავრესი ჩრდილოეთ ამერიკული პროფესიული სპორტული ლიგის წევრი, რომელიც ასევე მოიცავს NHL-ს, NFL-სა და MLB-ს. მოთამაშეების საშუალო მაჩვენებლით, NBA-ის მოთამაშეები ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები არიან.[1]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
მიმდინარე სეზონი: 2019-20 NBA სეზონი | |
NBA ლოგო | |
სპორტი | კალათბურთი |
---|---|
დაარსდა | 1946 წლის 6 ივნისი |
გუნდების რაოდ. | 30 |
ქვეყანა | აშშ (29), კანადა (1) |
ამჟ. გამარჯვებული | ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (17) |
ყველაზე ტიტულოვანი |
ბოსტონ სელტიქსი (17) ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (17) |
ოფიციალური საიტი | NBA.com |
ლიგა ქალაქ ნიუ-იორკში დაარსდა 1946 წლის 6 ივნისს, სახელწოდებით ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (Basketball Association of America - BAA).[2] 1949 წელს, როდესაც BAA და უფრო ადრე შექმნილი ნაციონალური საკალათბურთო ლიგა (NBL) გაერთიანდა, ლიგამ სახელი შეიცვალა და დღემდე წარმოდგენილია როგორც „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია“ (NBA). ლიგის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუს #645-ში მდებარე ოლიმპიკ-ტაუერში. NBA-ის გასართობი ცენტრი და NBA-ის სატელივიზიო სტუდიები განთავსებულია სიკაკუსში, ნიუ-ჯერსის შტატში.