ბრუკლინ ნეტსის მთავარი მწვრთნელები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრუკლინ ნეტსი (ინგლ. Brooklyn Nets) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც ნიუ-იორკ სიტის ქალაქ ბრუკლინში მდებარეობს. გუნდი არის წევრი ატლანტიკის დივიზიონის, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA).
გუნდის ისტორიაში სულ 20 მთავარი მწვრთნელი იყო. პირველი მათგანი მაქს ზასლოფსკი იყო, რომელიც გუნდს 2 სეზონის განმავლობაში ლიდერობდა. კევინ ლაფერი იიყო ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიგო 1974 და 1976 წლებში, როდესაც გუნდი ჯერ კიდევ ABA-ში ასპარეზობდა. ლაფერი ყველა დროის ლიდერია გუნდის ისტორიაში რეგულარული სეზონის ჩატარებული მატჩების რაოდენობით (615) და გამარჯვებით (297). ლარი ბრაუნი ლიდერობს გუნდის ისტორიაში რეგულარული სეზონის გამარჯვების პროცენტიც (.576). ბაირონ სკოტი ნეტსის ყველა დროის ლიდერია პლეი-ოფში გაწვრთნილი (40) თამაშით და ასევე მოგებული (25) მატჩით, რითაც პლეი-ოფში გამარჯვების პროცენტული (.625) მაჩვენებელი აქვს. ჩაკ დელი და ბილ ფიტჩი არჩეული იქნენ 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის NBA ისტორიაში. დელი, ბრაუნი და ლუ კერნესეცა არიან ნეტსის მხოლოდ და მხოლოს ის მწვრთნელები, რომლებიც კალათბურთის დიდების დარბაზში იქნენ შეყვანილი როგორც მწვრთნელი.