გელავერი
From Wikipedia, the free encyclopedia
გელავერი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში, ძეძილეთის თემი. მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 340 მეტრი, ხონიდან 22 კილომეტრი. სოფლის მიდამოებში არის სათევზიის მღვიმე. სოფელში დგას წმინდა მარინე სახელობის ეკლესია (XVIII საუკუნე).
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
გელავერი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარეიმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხონის მუნიციპალიტეტი |
თემი | ძეძილეთი |
კოორდინატები | 42°26′11″ ჩ. გ. 42°34′08″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 340 მ |
მოსახლეობა | 99[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა