გიორგი ქინქლაძე
ქართველი ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი ქინქლაძე[1][2][3] (დ. 6 ივლისი, 1973, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი, გამთამაშებელი. პირველად გულშემატკივარმა გაიცნო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შემდეგ უელსის ნაკრებთან ჩატარებულ მატჩებში, 1994 და 1995 წლებში. „თბილისის დინამოდან“ ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა 1995 წელს, სადაც თავისი დრიბლინგის უნარის და თვალწარმტაცი გოლების წყალობით გახდა საკულტო გმირი, ორჯერ მოიგო კლუბის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „გიორგი ქინქლაძე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. გიორგი ქინქლაძე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ სიტის მაისურით აღნიშნავს გოლს ქპრ-ის წინააღმდეგ (1998) | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი ქინქლაძე | ||
დაბადების თარიღი | 6 ივლისი, 1973 (1973-07-06) (50 წლის) | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი |
სპარტაკი ცხინვალი (სპორტული დირექტორი) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1979–1989 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1989–1991 | მრეტები თბილისი | 80 | (18) |
1991–1995 | დინამო თბილისი | 65 | (41) |
1993 | → ზაარბრიუკენი | 11 | (0) |
1994 | → ბოკა ხუნიორსი | 3 | (0) |
1995–1998 | მანჩესტერ სიტი | 106 | (20) |
1998–2000 | აიაქსი | 12 | (0) |
1999–2000 | → დერბი ქაუნთი | 13 | (1) |
2000–2003 | დერბი ქაუნთი | 80 | (6) |
2004–2005 | ანორთოსისი ფამაგუსტა | 22 | (2) |
2005–2006 | რუბინი ყაზანი | 13 | (2) |
სულ | 405 | (90) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1992–2005 | საქართველო | 57 | (9) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
„სიტისთან“ ერთად ორჯერ დაწინაურების და ჩამოქვეითების შემდეგ, ის შეუერთდა ნიდერლანდების ჩემპიონ „ამსტერდამის აიაქსს“ 1998 წელს, მაგრამ ვერ მოიკიდა ფეხი კლუბში და დაბრუნდა ინგლისში, „დერბი ქაუნთიში“, ერთ წელზე ნაკლები დროის შემდეგ. „დერბი ქაუნთიში“ ოთხი წლის განმავლობაში კლუბის მაისურით მონაწილეობა მიიღო 100 მატჩში. 2003 წელს კლუბის დატოვების შემდეგ ჰქონდა სხვადასხვა კლუბებში გადასვლის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა, სანამ არ შეუერთდა კვიპროსულ კლუბ „ანორთოსისს“ 2004 წელს, სადაც მოიგო კვიპროსის ჩემპიონატი. მან კარიერა დაასრულა რუსულ კლუბ „ყაზანის რუბინში“ 2006 წელს.
ამჟამად ცხინვალის „სპარტაკის“ სპორტული დირექტორია.